გუბაზ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გუბაზ I, ეგრისის მეფე V საუკუნის წლებში. დაახლოებით 456 აჯანყდა ბიზანტიის წინააღმდეგ ეგრისის დამოუკიდებლობისათვის. დახმარება სთხოვა ირანს, მაგრამ უშედეგოდ. იმპერატორ მარკიანემ ჯარი გამოგზავნა. ეგრისელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ომი გაჭიანურდა. გუბაზ I-მა მოლაპარაკება დაიწყო ბიზანტიელებთან. მათ მოსთხოვეს, ან თვითონ გადამდგარიყო მეფობიდან, ან გადაეყენებინა თავისი ძე, რომელიც თანამმართველად ჰყავდა. გუბაზ I-მა მეფობა თავის ვაჟს წათეს დაუთმო, თვითონ კი, ბიზანტიელთა მოთხოვნით, 465 იმპერატორ ლეონ I-ს ეახლა კონსტანტინოპოლში. წყაროს ცნობით, გუბაზ I ბიზანტიის სამეფო კარზე ჯერ გაუკიცხავთ განდგომისათვის, შემდეგ კი კეთილგანწყობილად მოპყრობიან და სამშობლოში გაუსტუმრებიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]