გრიპი
გრიპი | |
---|---|
დარგი | family medicine, პულმონოლოგია, infectious diseases, emergency medicine |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 6791 |
ICD-10 | J10., J11. |
ICD-9 | 487 |
MedlinePlus | 000080 |
eMedicine | eMedicine: med/1170 ped/3006 |
Patient UK | გრიპი |
გრიპი (ფრანგ. grippe) — სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ვირუსი Orthomyxoviridae-ის ოჯახიდან. პერიოდულად ვრცელდება როგორც ენდემია და პანდემია.
არსებობს გრიპის ვირუსის 3 ტიპი: A, B და C. სამივე ტიპის ვირუსს შეუძლია დააინფიციროს ადამიანი, მაგრამ B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.
A ტიპის გრიპი იყოფა სხვადასხვა ქვეტიპებად, რომლებიც ასნებოვნებენ როგორც ადამიანს, ასევე სხვადასხვა ხერხემლიან ცხოველებს: ფრინველებს, ღორებს, ცხენებს ვეშაპებს, სელაპებს და სხვა. დროდადრო გრიპის ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ადგილი აქვს სახეობის შიგნით ინფექციის აფეთქებას, პანდემიის განვითარებას და ლეტალობას. მუტანტი შტამების წარმოქმნისას, გრიპის ვირუსი იძენს სხვა სახეობის ორგანიზმებში გავრცელების უნარს. უკანასკნელ დეკადაში ამის მაგალითი იყო ფრინველის გრიპის და ღორის გრიპის ეპიდემიური გავრცელება ადამიანებში.
A ტიპის გრიპის ვირუსების ზედაპირზე ორი სპეციფიკური ცილა არსებობს: ჰემაგლუტინინი (H) და ნეირამინიდაზა (N). „H“ და „N“ ცილის შემადგენლობა განსაზღვრავს ვირუსის შტამის კლასიფიკაციას: მაგ. 2006 წლის ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამომწვევი იყო H5N1, ხოლო 2009 წლის ღორის გრიპის ეპიდემიისა — H1N1.