გოგოსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოგოსა

Sorbus aria
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sorbus aria
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 62861

გოგოსა[1] (ლათ. Sorbus aria) — ბუჩქი ან 4-7 -მდე სიმაღლის ხე ვარდისებრთა ოჯახიდან, ელიპტური, კვერცხისებრი ან შებრუნებულ კვერცხისებრი, ოდნავ დაკბილული, მუქი მწვანე, ზემოდან პრიალა, ქვემოდან თეთრად შებუსული ფოთლებით. ივნისის დასაწყისში გამოაქვს ფარისებრ თანაყვავილედში შეკრებილი თეთრი ყვავილები.

მწკლარტე გემოს ნაყოფი ორკურკიანია, მრგვალი, სიმწიფეში ჟღალი წითელი, კვრცხისებრ წაგრძელებული, ყინვების დადგომისას იღებს მოტკბო გემოს. იგი მზისმოყვარული მცენარეა, იზრდება სუბალპურ და ალპურ მეჩხერ კორომებში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე. საქართველოს გარდა ვხვდებით ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით შვედეთში, პარკებსა და გაზონებში როგორც ლამაზ დეკორატიულ მცენარეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Waldbäume, Sträucher und Zwergholzgewächse, Heidelberg, 1955, გვ. 187

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]