შინაარსზე გადასვლა

გო ჩოკ ტონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გო ჩოკ ტონგი
გო ჩოკ ტონგი
სინგაპურის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ნოემბერი, 1990 – 12 აგვისტო, 2004
წინამორბედილი კუან იუ
მემკვიდრელი სიან ლუნი

დაბადებული20 მაისი, 1941
სინგაპური
პოლიტიკური პარტიასახლახო მოქმედების პარტია
მეუღლეტან ჩუ ლენგი
შვილები2
განათლებასინგაპურის ეროვნული ინსტიტუტი
ხელმოწერა

გო ჩოკ ტონგი (დ. 20 მაისი, 1941, სინგაპური) — სინგაპურელი პოლიტიკოსი, ქვეყნის მეორე პრემიერ-მინისტრი ლი კუან იუს შემდეგ 1990 წლის 28 ნოემბრიდან 2004 წლის 12 აგვისტომდე.

გო ჩოკ ტონგი დაიბადა 1941 წლის 20 მაისს. საშუალო განათლება მიიღო რაფლზას ინსტიტუტის კოლეჯში. კოლეჯის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ეკონომიკას.

1964 წელს გო ჩოკ ტონგმა მუშაობა დაიწყო სინგაპურის მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკური დაგეგმვის განყოფილებაში. 1966 წლიდან 1967 წლამდე სწავლობდა აშშ-ში, უილიამსის კოლეჯში, სადაც „ეკონომიკის განვითარების“ კურსის დასრულების შემდეგ მიიღო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.

1969 წლიდან გო ჩოკ ტონგი მუშაობდა ეროვნული გადაზიდვის კომპანიაში Neptune Orient Lines-ში, ეკავა საპროექტო დაგეგმარების განყოფილების მმართველის, ხოლო შემდეგ ფინანსური დირექტორის თანამდებობა. 1973 წლის ნოემბრიდან 1977 წლის სექტემბრამდე გო ჩოკ ტონგი იყო კომპანიის მმართველი დირექტორი.

1976 წელს გო აირჩიეს სინგაპურის პარლამენტში მერინ-პარადის საარჩევნო ოლქიდან, როგორც პარტია სახალხო მოქმედების წევრი. 1977 წლიდან 1979 წლამდე იყო ფინანსების უფროსი სახელმწიფო მინისტრი. 1979 წლიდან 1990 წლამდე ეკავა ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის, ჯანმრთელობის მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობა. 1985 წლიდან 1990 წლამდე იგი იყო სინგაპურის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე.

1990 წლის 28 ნოემბერს გო ჩოკ ტონგი გახდა სინგაპურის მეორე პრემიერ-მინისტრი და შეცვალა ლი კუან იუ. 2004 წლის 12 აგვისტომდე გო დარჩა მთავარ სახელმწიფო თანამდებობაზე. ახალი პრემიერ-მინისტრის ლი სიან ლუნის თხოვნით დარჩა მთავრობაში უფროსი მინისტრის თანამდებობაზე და ასევე ხელმძღვანელობდა სინგაპურის სავალუტო სამმართველოს. ეს თანამდებობები ეკავა 2011 წლამდე.

1979 წლიდან გო ჩოკ ტონგი შედიოდა მმართველი სახალხო მოქმედების პარტიის მთავარ აღმასრულებელ კომიტეტში, ეკავა გენერალური მდივნის თანამდებობა (1979-1984 წწ.), გენერალური მდივნის პირველი მაოდგილის (1984-1992 წწ.) და გენერალური მდივნის (1992-2004 წწ.) თანამდებობები. 2004 წლის დეკემბერში გომ დატოვა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა.

2011 წლის 24 ივნისს იაპონიის მთავრობამ დააჯილდოვა ამომავალი მზის ორდენით[1].

გო ჩოკ ტონგის მეუღლე არის ტან ჩუ ლენგი, რომელიც პროფესიით იურისტია. მათ ჰყავთ ორი შვილი, ბიჭი და გოგო, რომლებიც ტყუპები არიან. მათი ვაჟი, გო ჯინ ჰიანი არის ექიმი და მათი ქალიშვილი, გო ჯინ თენგი, მეუღლესთან, ლი კრეველთან ერთად ცხოვრობს ლონდონში. გო ჩოკ ტონგს მოსწონს გოლფი და ჩოგბურთი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Goh Chok Tong to receive award from Japanese emperor. ChannelNewsAsia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 19 June 2011.