ამომავალი მზის ორდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამომავალი მზის ორდენი (旭日章 (იაპონ. კიოკუძიცუსიო?) — იაპონური ორდენი.[1]

ქრიზანთემის ორდენის შემდეგ ამომავალი მზის ორდენი არის იაპონიის უმაღლესი ორდენი. იგი შეიქმნა სახელმწიფო საბჭოს 1875 წლის 10 აპრილის განკარგულებით. ორდენს გააჩნია 8 ხარისხი, ხოლო პირველ ხარისხს ასევე გააჩნია ორი ნაირსახეობა — პავლონვიის ყვავილით და მის გარეშე. ამომავალი მზის ორდენის კავალერი შეიძლება გახდეს მხოლოდ მამაკაცი. ორდენი ენიჭება ადამიანებს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებს. 2003 წელს ორდენით დაჯილდოების წესში შეიტანეს ცვლილება, რომლის შედეგად ორდენით მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა დაჯილდოებაც შეიძლება. ქართველთაგან ორდენით დაჯილდოებულია რუსეთში მოღვაწე მწერალე ბორის ჩხარტიშვილი (აკუნინი).[1]

ორდენს გააჩნია 8 ხარისხი. თავდაპირველად პირველი ხარისხი იყო გაყოფილი ორ კლასად — ამომავალი მზის ორდენი პავლოვნიის ყვავილებით და ამომავალი მზის ორდენი დიდ ბაფთაზე. დღეისათვის ამომავალი მზის ორდენი პავლოვნიის ყვავილებით გამოყოფილია ცალკე ორდენად და იაპონურ ორდენთა იერარქიაში მას მეორე ადგილი უკავია ქრიზანთემის ორდენის შემდეგ.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 იაპონელის ბლოგი. იაპონელის ბლოგი. ციტირების თარიღი: 2010-23-09.