გეტინგენი
იერსახე
გეტინგენი (გერმ. Göttingen) — ქალაქი გერმანიაში, ქვემო საქსონიის მხარეში, მდინარე ლაინეს ნაპირზე. 121,5 ათ. მცხოვრები (2006). ლითონდასამუშავებელი, ელექტროტექნიკის მრეწველობის, ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის საწარმოები. გამომცემლობები და სტამბები. გეტინგენი ქვეყნის სამეცნიერო ცენტრია. მეცნიერებათა აკადემიის განყოფილება. უნივერსიტეტი (1737-იდან). მაქს პლანკის სამეცნიერო საზოგადოება. აეროდინამიკის ექსპერიმენტული ცენტრი. შუა საუკუნეებში გეტინგენი იყო მაუდის წარმოების მნიშვნელოვანი ცენტრი, ჰანზის წევრი (XIV საუკუნიდან).[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Стрелецкий В. Н. ГЁТТИНГЕН // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 46.