შინაარსზე გადასვლა

გიორგი ჩუბინიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ჩუბინიძე
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
29 ივლისი, 1944 (1944-07-29) (80 წლის)
დაბადების
ადგილი
ხაშური
საქართველოს სსრ
სსრ კავშირი
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1963–1981 ივერია ხაშური
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გიორგი ჩუბინიძე (დ. 29 ივლისი, 1944, ხაშური, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, ხაშურის საფეხბურთო კლუბ „ივერიას“ კაპიტანი და მცველი 1963-1981 წლებში.

გიორგი (ჟორა) ჩუბინიძე დაიბადა 1944 წლის 29 ივლისს ქალაქ ხაშურში. 1950 წელს შევიდა რკინიგზის მე-12 სკოლაში (ამჟამად ხაშურის მე-6 საჯარო სკოლა). 1955 წელს ჩატარდა სკოლების პირველობა ფეხბურთში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო, შეჯიბრზე დამსწრე სპორტ-სკოლის ფეხბურთის მასწავლებელის, გრიშა ჯომართიძის გადაწყვეტილებით გიორგი ჩუბინიძე აიყვანეს სპორტ სკოლაში. საშუალო განათლების დასრულების შემდეგ 1961 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ამ პერიოდში თამაშობდა გარნიზონის ნაკრებში. 1963 წელს დაასრულა სამხედრო სავალდებულო სამსახური და დაბრუნდა მშობლიურ ხაშურში. იგი აიყვანეს ხაშურის საფეხბურთო გუნდ „ივერიაში”. გუნდი 1972 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი II ჯგუფში, რის შემდეგაც მოიპოვეს I ჯგუფში თამაშის უფლება.[1] პარალელურად იგი თამაშობდა ხაშურის საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკის საფეხბურთო გუნდში.

1986 წელს ასაკის გამო შეწყვიტა ფეხბურთის თამაში და 1990 წლიდან 1994 წლამდე იყო ბავშვთა ნაკრების მწვრთნელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „ვარძია“ და „ივერია“ - პირველ ჯგუფში. dspace.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2019.