გიორგი კვაჭაძე
იერსახე
გიორგი კვაჭაძე (დ. 13 მარტი, 1909, ბანძა — გ. 6 სექტემბერი, 1993) — ქართველი სოფლის მეურნეობის მუშაკი, მეცნიერი.
1931 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი.
1934-1946 წლებში საქართველოს მემინდვრეობის ინსტიტუტის დირექტორი იყო, 1955 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებოსტნეობის კათედრას ხელმძღვანელობდა. გ. კვაჭაძემ დაამუშავა ბოსტნეული კულტურების დამულჩვის წესი, თბილისის საგარეუბნო ზონაში შემოდგომაზე დარგული კომბოსტოს და დათესილი ხახვის აგროტექნიკა, დაადგინა შემოდგომა-ზამთრის ბოსტნის კულტურათა ასორტიმენტი და სხვ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- საპატიო ნიშნის ორდენი
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მებოსტნეობის ორგანიზაცია თბილისის საგარეუბნო ზონაში (ავტორი). - საქ. სსრ საზ-ბა ცოდნა, 1972 გვ. 30
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 491; წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018 გვ. 657