გიორგი თუხარელი
გიორგი ალექსანდრეს ძე თუხარელი (დ. 5 მაისი, 1891, გორი, — გ. 12 ივლისი, 1937) — ქართველი სამხედრო მოღვაწე.
მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში, შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიაში (პოლკოვნიკი). 1918 წ. იყო აფხაზეთში ბოლშევიკური ამბოხების ჩახშობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ წითელ არმიაში ჩაირიცხა. 1921–1923 წლებში იყო ჯერ ქართული ბრიგადის მეთაური, შემდეგ დივიზიის შტაბის უფროსი. 1924-1927 წწ. მეთაურობდა მე-2 ქართულ მსროლელ დივიზიას. 1930 წ. დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. 1930–1935 წლებში მეთაურობდა რიგ დივიზიებს. მიენიჭა კომდივის წოდება. 1931 წ. გაწევრიანდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში. 1935 წლიდან იყო ამიერკავკასიის წითელდროშოვანი არმიის სარდლის მოადგილე. 1926–1936 წლებში საქართველოს სსრ ცაკ-ის წევრი. დაჯილდოებული იყო წითელი დროშის ორდენითა და 3 სხვა ორდენით. რეპრესირებულია და დახვრეტილია 1937 წელს.რეაბილიტირებულ იქნა 1957 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნ. კალაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 82.