შინაარსზე გადასვლა

გივი ძნელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ძნელაძე.
გივი ძნელაძე
დაბადების თარიღი 23 აგვისტო, 1927(1927-08-23)
დაბადების ადგილი ბურნათი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 16 ოქტომბერი, 2002(2002-10-16) (75 წლის)
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი

გივი ძნელაძე (დ. 23 აგვისტო, 1927, ბურნათი, ოზურგეთის მაზრა — გ. 16 ოქტომბერი, 2002) — ქართველი პოეტი.

1947 წელს დაამთავრა კოხნარის საშუალო სკოლა,. 1952 წელს დაამთავრა ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მუშაობდა გაზეთ „სამგორისა“ და ჟურნალ „პიონერის“ რედაქციებში. 1967 წლიდან იყო ჟურნალ „ცისკარის“, ხოლო შემდეგ ალმანახ „საუნჯის“ თანამშრომელი. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა გაზეთში „ახალგაზრდა კომუნისტი“. გარდაიცვალა 2012 წლის 16 ოქტომბერს, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ავტორია კრებულებისა: „ლექსები“ (1963, 1969, 1973) „ვედრება“ (1971), „მადლიერება“ (1974), „მარადი მგზავრი“ (1977), „ერთტომეული“ (1982), „ადამიანური სასწაულები“ (1986), „ნუგეშინი“ (1987), „საუკუნიდან საუკუნეში“, „ადამიანს უყვარს ადამიანი“, „სიყვარულის წიგნი“ და სხვა. თარგმნა „კალევალა“ (მუხრან მაჭავარიანთან და შოთა ჩანტლაძესთან ერთად, 1965). ძნელაძის ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]