შინაარსზე გადასვლა

გვინეის სამხედრო გადატრიალება (2008)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამხედრო გადატრიალება გვინეაში მოხდა 2008 წლის 23 დეკემბერს, პრეზიდენტი ლანსანა კონტეს (რომელიც ქვეყანას 1984 წლიდან მართავდა) გარდაცვალებიდან მეორე დღეს.

პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ განცხადება 23 დეკემბერს ეროვნული ასამბლეის სპიკერმა აბუბაქარ სომპარემ გააკეთა. გვინეის კონსტიტუციის მიხედვით მას უნდა შეესრულებინა ქვეყნის მეთაურის მოვალეობა 60 დღის განმავლობაში, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე.

სპიკერის გამოსვლიდან 6 საათში ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება გამოცხადდა. არმიის კაპიტანი მუსა დადის კამარა გამოვიდა დედაქალაქის რადიოსადგურის "კონაკრი" ეთერში და გამოაცხადა მთავრობისა და კონსტიტუციური ორგანოების დაშლის შესახებ, ასევე კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, იმ მიზეზით, რომ ამ ინსტიტუტებს არ ძალუძდათ ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის გადაწყვეტა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]