გეპატიჟებით სიკვდილით დასჯაზე
გეპატიჟებით სიკვდილით დასჯაზე | |
---|---|
პირველი გამოცემა | |
ავტორი | ვლადიმერ ნაბოკოვი |
მშობლიური ენა | რუსული |
გამოცემულია | 1935-1936 |
მედია | ბეჭდური |
გეპატიჟებით სიკვდილით დასჯაზე (რუს. Приглашение на казнь) — რუსული წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ვლადიმერ ნაბოკოვის ერთ-ერთი ბოლო ნაწარმოები. ტექსტის ორიგინალი ვერსია რუსულ ენაზეა დაწერილი და ის ავტორმა ვლადიმერ სირინის ფსევდონიმის ქვეშ, გაზეთ “სოვრემენი ზაპისკში”, გამოაქვეყნა. ორი წლის შემდეგ ნაწარმოები პარიზში გამოიცა, ხოლო თითქმის ოცი წლის შემდეგ კი, 1959 წელს, ინგლისურადაც გამოქვეყნდა, რაშიც დიდი როლი თავად მწერლის ვაჟს, დიმიტრი ნაბოკოვს მიუძღოდა.
ნაწარმოები ხშირად მოხსენიებულია, როგორც ”კაფკასებრი”, თუმცა თავად ავტორმა წიგნზე საუბრისას განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად არაფამილიარულადაა განწყობილი გერმანულის მიმართ და რომ კაფკას შემოქმედებას თითქმის საერთოდ არ იცნობდა.[1] ნაბოკოვმა შეწყვიტა მუშაობა თავის ნაწარმოებზე – საჩუქარი – იმისთვის, რომ ახალ ნაწარმოებზე მუშაობა დაეწყო, პირველი მონახაზის შექმნის პერიოდს კი ავტორი "მშვენიერი აღფრთოვანებისა და მუდმივი შთაგონების ორკვირეულად" მოიხსენიებდა.[2] ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ახალი ნაწარმოების შთაგონების წყარო სათავეს სწორედ საჩუქრის პერსონაჟიდან – ჩერნიშევსკი – იღებს.[3] სხვა ვერსიის თანახმად, ნაწარმოები წარმოადგენს ტიპურ Roman a Clef-ის მაგალითს, რომლის მთავარ სამიზნესაც პლატონისეული სოკრატე უნდა წარმოადგენდეს.[4]
თავად ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ბიბლიოგრაფიიდან ყველაზე მეტად ლოლიტა უყვარდა, განსაკუთრებულ პატივისცემას ის მაინც აღნიშნული წიგნის მიმართ – გეპატიჟებით სიკვდილით დასჯაზე – გამოხატავდა.[5]
სათაური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამუელ ლური ვარაუდობს, რომ ნაწარმოების სათაური უნდა მომდინარეობდეს უილიამ შექსპირის პიესის,– "საწყაული საწყაულისა წილ" ("Measure for Measure") – IV მოქმედების III სცენიდან.[6]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაწარმოების მთავარი გმირია ცინცინატუს ც. – პიროვნება, რომელსაც წაუყენეს ბრალდება "სხვებისგან განსხვავებულობის" გამო და რის გამოც მას სიკვდილით დასჯა ელის. ოცდაათი წლის ასაკამდე, ის ახერხებდა, გარშემომყოფთაგან ნამდვილი სახე დაემალა, თუმცა მისი მეუღლის – მარფინკა – მუდმივი ღალატი და შემდეგ საბავშვო ბაღში დასაქმება, რათა მოერა მის მიერ სხვა მამაკაცისგან გაჩენილი შვილებისთვის, აიძულებს ცინცინატუსს, მოიცილოს ნიღაბი, რასაც ის ციხეში ყოფნისას ახერხებს. ადამიანები უკმაყოფილონი არიან მისით და გრძნობენ, რომ მას რაღაც აკლია. ამ გზით ცინცინატუსი ვერ ხდება მისი საზოგადოების ნაწილი.
ცინცინატუსს პატიმრობაში ყოფნისას არ ეუბნებიან, როდის მოხდება მისი სიკვდილით დასჯა. ეს აწუხებს მას, რადგან მას სურს გამოხატოს საკუთარი თავი პირად წერილებში "მსოფლიოს მთელი მდუმარების წინააღმდეგ", მაგრამ გრძნობს, რომ ვერ შეძლებს ამის გაკეთებას იმის გარკვევის გარეშე, თუ რამდენ ხანს უნდა გასტანოს მისმა სატუსაღოში ყოფნამ.[7] გარემოში გამეფებულმა ინდიფერეტულობამ და ვულგარულობამ განაპირობა ის, რომ ცინცინატუსი საკუთარ ხსნას მხოოდღა წერილების წერაში თუ ჰპოვებს. სიკვილისკენ მიმავალი, ის უარს ამბობს იწამოს როგორც სიკვდილის, ისევე ჯალათების, და ნაჯახის დაცემის შემდეგ მკითხველი აწყდება პერსონაჟის გარდაცვალებას, როცა ის ცოცხალი სამყაროს მეორე მხარეს დგას, შორდება ბნელეთს და შორიდან აკვირდება ქარიშხლის ქვეშ მოყოლილ ბრბოს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nabokov, Vladimir (1959). „Foreword“, Invitation to a Beheading. G.P. Putnam's Sons, გვ. 6.
- ↑ Nabokov, Vladimir (1974). Strong Opinions. Weidenfeld and Nicolson, გვ. 92.
- ↑ Dragunoiu, Dana (Autumn 2001). „Vladimir Nabokov's 'Invitation to a Beheading' and the Russian Radical Tradition“. Journal of Modern Literature. 25 (1): 53.
- ↑ Porter, James I. (2010). „The Death Masque of Socrates: Nabokov's Invitation to a Beheading“. International Journal of the Classical Tradition. 17 (3): 389–422. doi:10.1007/s12138-010-0202-7. S2CID 170945587.
- ↑ Nabokov's interview. (06) Wisconsin Studies [1967]. Wisconsin Studies in Contemporary Literature. Lib.ru. ციტირების თარიღი: 2007-12-21
- ↑ Самуил Лурье «Краткая история оксюморона "Приглашение на казнь"». ციტირების თარიღი: 2016-03-23.
- ↑ Nabokov, Vladimir (1959). Invitation to a Beheading. G.P. Putnam's Sons. ISBN 978-0-679-72531-2.