გეორგიოს პაპადოპულოსი
გეორგიოს პაპადოპულოსი | |
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 დეკემბერი, 1967 – 8 ოქტომბერი, 1973 | |
წინამორბედი | კონსტანტინოს კოლიასი |
მემკვიდრე | სპიროს მარკეზინისი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 აგვისტო, 1973 – 25 ნოემბერი, 1973 | |
წინამორბედი | თანამდებობა აღდგა |
მემკვიდრე | ფედონ გიზიკისი |
დაბადებული | 5 მაისი, 1919 ელეოქორი, აქაია |
გარდაცვლილი | 27 ივნისი, 1999 (80 წლის) ათენი, საბერძნეთი |
პოლიტიკური პარტია | უპარტიო |
მამა | ხრისტოს პაპადოპულოსი |
დედა | ხრისულა პაპადოპულოსი |
პროფესია | სამხედრო |
გეორგიოს პაპადოპულოსი (ბერძ. Γεώργιος Παπαδόπουλος; დ. 5 მაისი, 1919 — გ. 27 ივნისი, 1999) — შავი პოლკოვნიკების ხუნტის ლიდერი საბერძნეთში. პოლკოვნიკების რეჟიმი ქვეყანას მართავდა 1967–1974 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა პელოპონესის ნახევარკუნძულზე, აქაიაში მდებარე სოფელ ელეოქორიში, მასწავლებლის ოჯახში. მამა ხრისტოს პაპადოპულოსი, დედა — ხრისულა პაპადოპულუ. ჰყავდა ორი პატარა ძმა კონსტანტინე და ხარლამპი.
1967 წლის 21 აპრილს მონაწილეობა მიიღო სამხედრო გადატრიალებაში, რომლის შედეგადაც საბერძნეთში სამხედრო დიქტატურა დამყარდა. ამავე წლის დეკემბრიდან თავდაცვის მინისტრია. 1973 წელს მონარქია გაუქმდა და აღდგა რესპუბლიკური მმართველობა. გეორგიოს პაპადოპულოსი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ამავე წლის 25 ნოემბერს ათენში სტუდენტური გამოსვლების შემდეგ იგი დაამხო დიმიტრიოს იოანიდისმა.
1974 წელს, ხუნტის დამხობის შემდეგ გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რომელიც კონსტანტინოს კარამანლისმა სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. სასჯელს იხდიდა ათენის ციხე „კორიდალოში“. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით ქრონიკული ავადმყოფობის შემდეგ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Giannis Katris, The Birth of Neo-fascism in Greece, 1971
- Thomas Bodenheimer, Robert Gould, Rollback!: right-wing power in US foreign policy, 1989