შინაარსზე გადასვლა

გაფიცვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაფიცვა — მუშაობის ორგანიზებული მასობრივი შეწყვეტა, რათა აიძულონ საწარმოს მეპატრონეები (ან ხელისუფლება), დააკმაყოფილონ მომუშავეთა მოთხოვნები. გაფიცვა არსებობს ეკონომიკური ან პოლიტიკური. ხშირად გაფიცვას თან ახლავს დემონსტრაციები.

გაფიცვის ორგანიზებას ხშირად ახდენენ პროფკავშირები.

გაფიცვა ოფიციალურად მიიჩნევა, როდესაც მას ფორმალურად მხარს უჭერს პროფკავშირი, ხოლო არაოფიციალურია, როდესაც მოსამსახურენი სპონტანურად მოქმედებენ, პროფკავშირის ოფიციალური მხარდაჭერის გარეშე.

გაფიცვის უფლება მიეკუთვნება ადამიანის სოციალ-ეკონომიკურ უფლებებს, თუმცა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არავინ იძულებით არ უნდა მიიღოს მონაწილეობა გაფიცვაში, ისევე, როგორც იძულებით არ უნდა გახდეს პროფკავშირის წევრი. გაფიცვის უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონმდებლობით ან სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენების თავიდან ასაცილებლად.