განხილვა:არტური (კონაქტის ჰერცოგი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იხ. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. --ცანგალა 10:47, 4 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]

იხ. აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი გვ. 94, თბ. 1989, სადაც წერია კონახტი (კონოტი)--ცანგალა 13:26, 4 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: იხ. სტატია კონაქტი და ქართული მართლწერის წესები გვ. 151, 2013 წლის გამოცემა, სადაც წერია, რომ ლათინური Ch ქართულში გადმოდის ქ-დ. --Valois 13:54, 4 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]
ლათინური ენა — ლათინური მკვდარი ენა არის (Charta (ქარტა, ხარტა) – ქაღალდი). ლათინური დამწერლობა — თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანბანური დამწერლობა. მას რომანული, გერმანიკული, ფინურ-უგორული, სლავური, თურქული და სხვა ენები გამოიყენებენ. აქ კი გვაქვს ირლანდიური ენა და გვაქვს ორი ქართული წყარო, სადაც წერია კონახტი (კონოტი). იხ. en:Connacht, სადაც ვხედავთ ტრანსკრიფციას ˈkɒnɔːt, ˈkɒnə(x)t/ KON-awt, KON-ə(kh)t;[3][4][5] Irish: Connachta [ˈkɔn̪ˠəxt̪ˠə] or Cúige Chonnacht [ˌkuːɟə ˈxɔn̪ˠəxt̪ˠ]), formerly spelled Connaught. --ცანგალა 14:14, 4 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]
წყაროსაც გააჩნია. ორი წყარო, რომელთაგანაც ერთი არასანდოდ მიიჩნევა ვიკიპედიაში, მეორე კი საბჭოთა დროსაა გამოცემული და სულაც არაა გასაკვირი რუსული ხ. კონახტი, ხოლერა, ბრონხები, გოლანდია, გორმონი და ა.შ. გამოთქმას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს? კონახტი გარუსულებული ინგლისურიდანაა თორემ თუ ჩაუღრმავდებით ირლანდიურს ხონახტა გამოდის. ირლანდიელები წერენ Chonnacht-ს და Chonnachtas, აქედან მაინც არცერთი არაა კონახტი. და ვერ ვხვდები როგორ უნდა გადავიტანო ეს სტატია კონახტზე, როცა რეგიონზე არის სტატია კონაქტი, ეს იგივეა, რომ ლოთარინგიის ჰერცოგის ნაცვლად ლორენის ჰერცოგები ვწეროთ, რადგან ფრანგები ასე წერენ. --Valois 14:27, 4 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]
თუ გადატანაა, მაშინ ესეც გადავა და რეგიონის სტატიაც. ჩემი აზრით უნდა იყოს კონოტი (ინგლისური სახელების გადმოტანის მიხედვით, ლექსიკონშიც ეს წერია). გიო ოქრო 14:34, 4 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]

კიბატონო, კონახტს ნამდვილად ჯობია კონოტი, მაგრამ ეს ch სად გაქრა სიტყვიდან ვერ ვიგებ, ასე უბრალოდ ვარდება?--Valois 14:37, 4 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]

საბჭოთა რა შუაშია? წყაროსაც გააჩნია, რომ წერ, შენ რომელი ქართული წყარო გაქვს, რომ დავუჯეროთ? მიუთითე არა საბჭოთა და არა საეჭვო, მაგრამ ქართული. კიდევ ერთხელ მიგითეთებ იხ. en:Connacht (ინგლ. ვიკიპედია -არა საბჭოთა - იმედია მეთანხმები), სადაც ტრანსკრიფცია ˈkɒnɔːt, ˈkɒnə(x)t/ KON-awt, KON-ə(kh)t;[3][4][5] Irish: Connachta [ˈkɔn̪ˠəxt̪ˠə] or Cúige Chonnacht [ˌkuːɟə ˈxɔn̪ˠəxt̪ˠ]), formerly spelled Connaught. რა შუაშია რუსული ხოლერა — ქოლერა, ბრონხები — ბრონქები. აქ არც რუსული უნდას იყოს შუაში და არც ინგლისური. აქ არის ირლანდიური და ქართული ენები.--ცანგალა 15:12, 4 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]
და კიდევ იცი რა მაინტერესებს „ერთი არასანდოდ მიიჩნევა ვიკიპედიაში“, რომ წერ რას გულისხმობ? --ცანგალა 15:45, 4 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]
ირლანდიურ გამოთქმას რომ ვუკვირდება, როგორც ჩანს, „ხ“ უნდა. ანუ, როგორც ლექსიკონი გვეუბნება, იყოს კონახტი (ძირითადი სათაური), ხოლო აუცილებლად აღინიშნოს ინგლისური ვარიანტიც (კონოტი) — ეს ყველაფერი ძირითად, ანუ პროვინციის სტატიაში (რაგბის კლუბის სტატიაში, რომელიც ჯერ დაწერილი არაა, ძირითადი სათაური კონახტი უნდა იყოს). აქ კი, გამომდინარე იქიდან, რომ პრინცი ინგლისელია და მართავდა ბრიტანეთში შემავალ ტერიტორიას (თუ ვცდები — შემისწორეთ), შესაძლებელია, რომ ტიტულად დავტოვოთ „კონოტის ჰერცოგი“ (ანუ ინგლისურის გავლენით). გიო ოქრო 20:05, 4 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]
კონოტი ინგლ. ვარიანტი კი არ არის, არამედ ქართული წყაროების მიხედვითაც კონახტი (კონოტი). ჩემი აზრით ყველგან ერთი ფორმით დაიწეროს უკეთესია ან კონახტი ან კონოტი. --ცანგალა 20:23, 4 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]
თუკი ინგლისურიდან ვთარგმნით არის კონოტი (Connaught), თუკი ირლანდიურიდან — კონახტი (Chonnacht). მე ეს დასკვნა გამოვიტანე. თანამედროვე ირლანდიის პროვინცია და სარაგბო კლუბი ნამდვილად კონატია, თუმცა ინგლისის მმართველობის პერიოდი (ანუ ამ დროის მმართველთა ტიტულები) შესაძლოა კონოადაც დავწეროთ, რადგან ლექსიკონი ამ სახელსაც აფიქსირებს ალტერნატივად. გიო ოქრო 20:30, 4 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]

იხ. en:Connacht, ძველი დამწერლობა იყო formerly spelled Connaught. ამჟამად Connacht /ˈkɒnɔːt, ˈkɒnə(x)t/ KON-awt, KON-ə(kh)t; Irish: Connachta [ˈkɔn̪ˠəxt̪ˠə] or Cúige Chonnacht [ˌkuːɟə ˈxɔn̪ˠəxt̪ˠ]). თუ რამე არასწორად გავიგე?--ცანგალა 21:19, 4 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]

კი და ძველად როგორც ერქვა (ანუ კონოტი) უნდა იყოს ამ პიროვნების ტიტული. ახლა როგორც არის (ანუ კონახტი) უნდა იყოს ამჟამინდელი პროვინცია და ამ პროვინციის სარაგბო კლუბი. გიო ოქრო 08:45, 5 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]