ბუღა თურქი
იერსახე
ბუღა თურქი (?-862/868 წ.) — IX საუკუნის თურქული წარმომავლობის აბასიანთა მთავარსარდალი ალ-ვასიკისა და ალ-მუთავაქილის დროს.
ხალიფა მუთავაქილმა (847-861) თბილისის ამირა საჰაკ ისმაილის ძის წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო ბუღა თურქის სარდლობით. სომეხი ისტორიკოსის არწრუნის ცნობით ბუღას ლაშქარში 200 ათასი მეომარი ითვლებოდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის დალაშქვრის შემდეგ 853 წლის ზაფხულში ბუღა საქართველოს შემოესია. ბუღა თურქის ბოლო შემოსევა საქართველოში იყო 854 წელს, სარდალმა საქართველოს სამხრეთი ნაწილი ააოხრა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Кумыкский мир დაარქივებული 2007-10-28 საიტზე Wayback Machine. (რუსული)