ბრისტენი
იერსახე
ბრისტენი | |
---|---|
ბრისტენი | |
კოორდინატები: 46°44′14″ ჩ. გ. 8°40′53″ ა. გ. / 46.73722° ჩ. გ. 8.68139° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3073 მ |
ქედი | გლარნის ალპები |
ბრისტენი (გერმ. Bristen) — მთა გლარნის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ურის კანტონში, სილენენის მუნიციპალიტეტის სამხრეთით; გადაჰყურებს მდინარე როისის ხეობას. აღმართულია პიც-გიუვის მთისა და გრაუბიუნდენის კანტონის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში. მიიჩნევა ურის კანტონის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად.
გეოლოგიურად ბრისტენი აარის მასივს მიეკუთვნება. მთის სამხრეთი ნაწილი რამდენიმე განსხვავებული ტიპის კლდისგან შედგება, მათ შორისაა რიოლითი და ამფიბოლიტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: