ბრინჯის ქაღალდი
იერსახე
ბრინჯის ქაღალდი — მაღალი ხარისხის, თხელი, მაშრობელა, ხაოიანი ზედაპირის (ჰგავს საშრობ ქაღალდს) თეთრი ფერის ქაღალდი. ბრინჯის ქაღალდად, სავარაუდოდ სახელდება, მისი დამზადების, ერთ-ერთი უძველესი მეთოდის გამო, რომელიც ითვალისწინებს ბრინჯის ღეროების გამოყენებას. XIX ს. მეორე ნახევარში და XX ს. დასაწყისში იყენებდნენ ძვირადღირებული წიგნების გამოცემებში ან შუა, დამცავ ფურცლებად მხატვრული რეპროდუქციების ან ნამუშევრების გამოცემებში.