ბოსტნის წალიკა
იერსახე
ბოსტნის წალიკა (ლათ. Polygonum persicaria) — ერთწლოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება აგრეთვე საქართველოშიც.
იზრდება მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, მდელოებზე. იყენებენ ხალხურ მედიცინაში, კერძოდ, ბუასილის სამკურნალოდ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 483.