შინაარსზე გადასვლა

ბორის ეფიმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის ეფიმოვი
დაიბადა 28 სექტემბერი (11 ოქტომბერი), 1900[1]
დაბადების ადგილი კიევი
გარდაიცვალა 1 ოქტომბერი, 2008(2008-10-01)[2] [3] [4] [5] (108 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
ჟანრი კარიკატურა და პოსტერი

ბორის ეფიმის ძე ეფიმოვი (რუს. Бори́с Ефи́мович Ефи́мов) (დ. 11 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 28 სექტემბერი], 1900, კიევი, რუსეთის იმპერია —გ. 1 ოქტომბერი, 2008, მოსკოვი, რუსეთი), საბჭოთა გრაფიკოსი, სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1967), სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კოსერპონდენტი (1954).

1922 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთებში „პრავდა“, „იზვესტია“, ჟურნალში „კროკოდილი“. 1966 წლიდან არის შემოქმედებით-საწარმოო გაერთიანება „აგიტპლაკატის“ მთავარი რედაქტორი. ავტორია არაერთი მძაფრი საერთაშორისო პოლიტიკური კარიკატურისა. გამოცემულია მისი ნაწარმოებების ალბომები:„პოლიტიკური კარიკატურები“ 1924—1934 (1935), „ფაშიზმი ხალხის მტერია“ (1937), „ჰიტლერი და მისი ხროვა“ (1943), ბორის ეფიმოვი „იზვესტიაში“. ნახევარი საუკუნის კარიკატურები (1969). სსრკ სახელმწიფო პრემია (1950, 1951). დაჯილდოებულია 3 ლენინის, ოქტომბრის რევოლუციის, 3 შრომის წითელი დროშის საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის წოდება.