პოსტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტულუზ-ლოტრეკის მიერ შექმნილი პოსტერი, 1891 წ.

პოსტერი — ნაბეჭდი ტიპის სხვადასხვა ზომის მქონე ნაწარმი, რომელიც შექმნილია კედელზე დასამაგრებლად. როგორც წესი, პოსტერები შეიცავს როგორც ტექსტურ, ასევე გრაფიკულ ელემენტებს. ამასთან, პოსტერი შესაძლოა ნაწილობრივ ან მთლიანად გრაფიკული ან ტექსტური მასალისგან შედგებოდეს. პოსტერებს მრავალი დანიშნულება აქვთ. მათ უფრო ხშირად იყენებენ სარეკლამო (წვეულებების, მუსიკალური მოვლენებისა თუ ფილმების წარსადგენ), პროპაგანდისტულ და გადატანითი მნიშვნელობის ინფორმაციის გასავრცელებლად. პოსტერებს ხშირად იყენებენ მხატვრობის ცნობილი ნიმუშების რეპროდუქციისათვის, რაც, თავისთავად, მყიდველს უჯდება უფრო ნაკლები, ვიდრე ნახატის ორიგინალის შეძენა. პოსტერების კიდევ ერთი დანიშნულება საგანმანათლებლო მიზანიც არის.

ბევრი ადამიანი აგროვებს პოსტერებს, რომელთა გარკვეული ნიმუშები საკმაოდ იშვიათი და ფასეულიც არის - ასეთები ხშირად ჩასმულია სპეციალურ ჩარჩოებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: