ბორის ეფიმოვი
ბორის ეფიმის ძე ეფიმოვი (რუს. Бори́с Ефи́мович Ефи́мов) (დ. 11 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 28 სექტემბერი], 1900, კიევი, რუსეთის იმპერია —გ. 1 ოქტომბერი, 2008, მოსკოვი, რუსეთი), საბჭოთა გრაფიკოსი, სსრკ სახალხო მხატვარი (1967), სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კოსერპონდენტი (1954).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1922 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთებში „პრავდა“, „იზვესტია“, ჟურნალში „კროკოდილი“. 1966 წლიდან არის შემოქმედებით-საწარმოო გაერთიანება „აგიტპლაკატის“ მთავარი რედაქტორი. ავტორია არაერთი მძაფრი საერთაშორისო პოლიტიკური კარიკატურისა. გამოცემულია მისი ნაწარმოებების ალბომები:„პოლიტიკური კარიკატურები“ 1924—1934 (1935), „ფაშიზმი ხალხის მტერია“ (1937), „ჰიტლერი და მისი ხროვა“ (1943), ბორის ეფიმოვი „იზვესტიაში“. ნახევარი საუკუნის კარიკატურები (1969). სსრკ სახელმწიფო პრემია (1950, 1951). დაჯილდოებულია 3 ლენინის, ოქტომბრის რევოლუციის, 3 შრომის წითელი დროშის საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის წოდება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 246.