ბლუჩანი
იერსახე
ბლუჩანი, ხაზართა ხაკანის სპასალარი (VIII ს.) ქართველი მემატიანის ცნობით, დარუბანდიდან შემოჭრილმა ბლუჩანმა საქართველო დალაშქრა, ჯერ კახეთში შევიდა, შეიპყრო ქართლის ერისმთავარი ჯუანშერი და მისი და, სილამაზით განთქმული შუშანი, რომელიც ხაკანს ცოლად უნდოდა; შემდეგ თბილისი აიღო, ქართლი მოაოხრა და დარიალის გზით უკან გაბრუნდა. ხაზარეთის გზაზე შუშანმა თავი მოიწამლა. განრისხებულმა ხაკანმა ბლუჩანი სიკვდილით დასაჯა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. ბოგვერაძე ა..