ბლუჩანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბლუჩანი, ხაზართა ხაკანის სპასალარი (VIII ს.) ქართველი მემატიანის ცნობით, დარუბანდიდან შემოჭრილმა ბლუჩანმა საქართველო დალაშქრა, ჯერ კახეთში შევიდა, შეიპყრო ქართლის ერისმთავარი ჯუანშერი და მისი და, სილამაზით განთქმული შუშანი, რომელიც ხაკანს ცოლად უნდოდა; შემდეგ თბილისი აიღო, ქართლი მოაოხრა და დარიალის გზით უკან გაბრუნდა. ხაზარეთის გზაზე შუშანმა თავი მოიწამლა. განრისხებულმა ხაკანმა ბლუჩანი სიკვდილით დასაჯა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]