ბლედის ტბა
იერსახე
ბლედის ტბა | |
---|---|
ბლედის ტბა | |
კოორდინატები: 46°21′52″ ჩ. გ. 14°05′41″ ა. გ. / 46.36444° ჩ. გ. 14.09472° ა. გ. | |
მდებარეობა | სლოვენია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 475 მ |
სიგრძე | 2,12 კმ |
სიგანე | 1,38 კმ |
ფართობი | 1.45 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 29.5 მ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ბლედის ტბა (სლოვენ. Blejsko jezero; გერმ. Bleder See, Veldeser See) — ტბა სლოვენიაში. მდებარეობს იულიუსის ალპებში, ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე, კურორტ ბლედის მახლობლად. ფართობი 1,45 კმ². მაქსიმალური სიღრმე 29.5 მ. გლაციალური და ტექტონიკური წარმოშობისაა. ტბის შუაგულში არის ამავე სახელწოდების პატარა კუნძული, სადაც გვხვდება რამდენიმე შენობა, მათ შორის ეკლესია. ტბის ფრიალო კლდეზე არის ბლედის ციხე-სიმაგრე. სხვადასხვა დროს ბლედის ტბაზე ჩატარდა დიდი საერთაშორისო შეჯიბრებები აკადემიურ ნიჩნოსნობაში. ტბაზე გაიმართა მსოფლიოსა (1966, 1979, 1989, 2011) და ევროპის (1956) ჩემპიონატები აკადემიურ ნიჩნოსნობაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბლედის ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)