შინაარსზე გადასვლა

ბეტი უაიტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეტი უაიტი

უაიტი 2010 წელს
დაბადების სახელი ბეტი მარიონ უაიტი
დაბადების თარიღი 17 იანვარი, 1922
ილინოისი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 31 დეკემბერი, 2021 (99 წლის)
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, კომიკოსი
აქტიური 1939-2021
მეუღლე(ები)
  • დიკ ბარკერი (იქ. 1945–45)
  • ლეინ ალენი (იქ. 1947–49)
  • ალენ ლუდენი (იქ. 1963–81)

ბეტი მერიონ უაიტ ლუდენი (ინგლ. Betty Marion White Ludden; დ. 17 იანვარი, 1922 — გ. 31 დეკემბერი, 2021), პროფესიონალურად ცნობილი როგორც ბეტი უაიტი, — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, ავტორი და ცხოველთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის ადვოკატი. [1] [2] უაიტის სატელევიზიო კარიერა 80 წელზე მეტი წლის წინ, 1939 წელს დაიწყო, საშუალო სკოლის დამთავრებიდან მალევე. წლებით ადრე, მუშაობდა რადიოში, ლოს-ანჯელესში.

ითვლება ტელევიზიის პიონერად, აღიარებულია, როგორც პირველი ქალი, რომელმაც სიტკომზე იმუშავა ( ელიზაბეტთან ცხოვრება ), 1955 წელს მიიღო ჰოლივუდის მერის საპატიო წოდება [3]

უაიტი ცნობილია სუე ენ ნივენსის როლით CBS-ს სიტკომში, მერი ტაილერ მურის შოუ (19731977), როუზ ნილუნდი ითამაშა NBC-ს სიტკომში, ოქროს გოგონები (19851992), და ელკა ოსტროვსკი TVLand-ის სიტკომში, ცხელი კლივლენდში (20102015)

ითვლება რამდენიმე ამერიკული შოუ-თამაშის პანელისტად, მათ შორისაა: პაროლი, მატჩის თამაში, ტატლეტები, სიმართლე გითხრათ, ჰოლივუდის მოედნები და $ 25,000 დოლარიანი პირამიდა. უაიტს უწოდეს "თამაში შოუების პირველი ლედი" და გახდა პირველი ქალი რომელმაც, დეითაიმ ემი ჯილდოს, გამარჯვებული გახდა. გამოჩენილია სხვა სატელევიზიო პროგრამებშიც: თამამი და ლამაზი, Boston Legal, ქეროლ ბარნეტის შოუ და შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში.

მისი სატელევიზიო კარიერა 80 წელზე მეტხანს გაგრძელდა, უაიტს უფრო მეტხანს უმუშვია მედიაში, ვიდრე ვინმეს სატელევიზიო ინდუსტრიაში. [4] [5] [6] მიიღო ემის რვა ჯილდო სხვადასხვა კატეგორიებში, სამი ამერიკული კომედიის ჯილდო, სამი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და გრემის ჯილდო . [7] მას ჰოლივუდის დიდების ხეივანზე აქვს ვარსკვლავი.

ბეტი მერიონ უაიტი დაიბადა ოუკ პარკში, ილინოისის შტატში, 1922 წლის 17 იანვარს. [8] მან აღნიშნა, რომ ბეტი არის მისი იურიდიული სახელი და არა ელიზაბეთის შემოკლებული ვარიანტი. [9] [10] იგი არის კრისტინ ტეის (1899-1985) და ჰორეის ლოგან უაიტის (1899-1963) ერთადერთი შვილი.[11] [12] მისი მამის ბაბუა იყო დანიელი, დედის ბაბუა იყო ბერძენი, აქვს უელსური და ინგლისური წარმოშობაც, მისიორივე ბებია კანადელი იყო. [13] [14] [15]

უაიტის ოჯახი 1923 წელს, როდესაც ბეტი 1 წლის იყო, ალჰამბრაში, კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი დიდი დეპრესიის დროს ლოს-ანჯელესში გადასახლდნენ. [16] დამატებითი ფულის შოვნისთვის, მამა აშენებდა რადიოებს ( ბროლის რადიოს ) და ყიდდა მათ, სადაც კი შეეძლო. რადგან ეს იყო დეპრესიის მწვერვალი და ძნელად თუ ჰქონდა ვინმეს მნიშვნელოვანი შემოსავალი, ამიტომ იგი რადიოებით ვაჭრობდა. [17]

უაიტი დადიოდა ბევერლი ჰილსის ერთიან სასკოლო ოლქში, ბევერლი-ჰილზში, ხოლო შემდეგ დადიოდა ბევერლი-ჰილზის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1939 წელს. მისი ინტერესი ველური ბუნებისადმი სიერა ნევადას საოჯახო არდადეგებმა გამოიწვია. მას თავდაპირველად ტყის მცველის კარიერა სურდა, მაგრამ ამის განხორციელება ვერ შეძლო, რადგან იმ დროს ქალებს არ ჰქონდათ უფლება, ემუშავათ რეინჯერებად. [18] ამის ნაცვლად, უაიტმა მწერლობას მიჰყო ხელი. მან დაწერა და ითამაშა მთავარი როლი ჰორაცი მანის სკოლის გამოსაშვებ სპექტაკლში და აღმოაჩინა მისი ინტერესი მსახიობობის მიმართ. შთაგონებული იყო მისი კერპებით, ჟანეტ მაკდონალდსით და ნელსონ ედით. მოგვიანებით, მან გადაწყვიტა, რომ სამსახიობო კარიერა დაეწყო.

უაიტი და ალენ ლუდენი (1963)

მოხალისეობისას უაიტი შეხვდა თავის პირველ მეუღლეს დიკ ბარკერს, შეერთებული შტატების არმიის საჰაერო ძალების თვითმფრინავის პილოტს. ომის შემდეგ, წყვილი დაქორწინდა და საცხოვრებლად გადავიდა ოჰაიოში, სადაც ბარკერი ფლობდა ქათმის ფერმას. ქორწინება განქორწინებით დასრულდა ერთი წლის შემდეგ, ხოლო უაიტი დაბრუნდა ლოს-ანჯელესში, რათა კარიერა დაეწყო.

1947 წელს იგი დაქორწინდა ლეინ ალენზე. [19] მას შემდეგ რაც ალენმა ზეწოლა მოახდინა უაიტზე, და ბეტის კარიერაზე უარის თქმა მოსთხოვა, ისინი 1949 წელს განოქრწინდნენ.

1963 წლის 14 ივნისს უაიტმა იქორწინა ტელეწამყვანზე ალენ ლუდინზე, რომელსაც იგი 1961 წელს შეხვდა მის შოუში, პაროლი. ამ პერიოდში მან მისი იურიდიული სახელი შეიცვალა და გახდა ბეტი უაით ლუდენი. ალენ ლუდინმა მას ცოლობა მინიმუმ ორჯერ სთხოვა, შემდეგ კი უაიტი დათანხმდა. წყვილი ერთად გამოჩნდა სერიალის, უცნაური წყვილის ეპიზოდში. ორივე ერთად გამოჩნდა Match Game-ში, 1974, 1975 და 1980 წლებში.

ალენ ლუდენი გარდაიცვალა კუჭის კიბოთი, 1981 წლის 9 ივნისს, ლოს-ანჯელესში. [20] [21] მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ, ბეტი ალენის სამი შვილის დედინაცვალია, რომელიც მას მის პირველ მეუღლესთან, მარგარეტ მაკგლოინ ლუდენთან შეეძინა. უაიტი ლუდენის გარდაცვალების შემდეგ აღარ დაქორწინებულა. ლერი კინგთან ინტერვიუში, კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელახლა დაქორწინებას, მან უპასუხა: „მას შემდეგ რაც საუკეთესო გყავდა, ვის სჭირდება დანარჩენი?“ [22]

უაიტი პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად ოვალურ ოფისში 2012 წლის ივნისში

უაიტმა ზოოპარკს თითქმის 100 000 დოლარი შესწირა, მხოლოდ 2008 წლის აპრილის თვეში. [23]

2011 წლის 1 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, ბევერლი ჰილტონის სასტუმროში, ბეტი უაიტი იყო Humane Hero Dog-ის დაჯილდოების ცერემონიალის წამყვანი. [24]  

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Betty White, comedian and actress, turns 95 (January 17, 2017). ციტირების თარიღი: August 11, 2017
  2. Happy birthday! Actress and comedian Betty White turns 95 (January 17, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 11, 2017. ციტირების თარიღი: August 11, 2017
  3. Hollywood.com, LLC (January 17, 2011). „Happy Birthday Betty White! - General News“. Hollywood.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 6, 2015. ციტირების თარიღი: January 22, 2015.
  4. Dawn, Randee (September 6, 2013). „Betty White, 'Breaking Bad' earn 'Guinness World Records' titles“. Today.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 2, 2013. ციტირების თარიღი: October 13, 2013.
  5. Longest TV career by an entertainer (female). Guinness World Records. ციტირების თარიღი: 2018-08-27
  6. Longest TV career by an entertainer (male). Guinness World Records. ციტირების თარიღი: 2018-08-27
  7. Betty White. ციტირების თარიღი: July 10, 2014
  8. Betty White Biography. A&E Television Networks (March 3, 2016). ციტირების თარიღი: January 6, 2017"Betty White Biography". A&E Television Networks. March 3, 2016. Archived from the original on December 14, 2016. Retrieved January 6, 2017.
  9. Betty White Biography (1922–). Advameg, Inc.. ციტირების თარიღი: November 1, 2008
  10. Betty White. The Paley Center for Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 8, 2013. ციტირების თარიღი: October 13, 2013
  11. Person Details for Betty Marion White, "Illinois, Cook County Birth Certificates, 1878-1938" –. Familysearch.org. ციტირების თარიღი: January 22, 2015
  12. Hollywoodland Category: Betty White in the 1930 Census Posted by Allen Ellenberger on April 14, 2014. Allanellenberger.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 1, 2015. ციტირების თარიღი: January 22, 2015
  13. Smolenyak Smolenyak, Megan (June 16, 2010). „Betty White: White-Hot in Cleveland or Not“. The Huffington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 19, 2010. ციტირების თარიღი: October 4, 2010.
  14. Scott, Walter (December 21, 1986). „Personality Parade“. Pittsburgh Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 10, 2013. ციტირების თარიღი: April 29, 2010.
  15. Nolasco, Stephanie (May 5, 2010). „Betty White Draws Line With Nudity & Marijuana But Hopes For Beer Pong Rematch On 'SNL'. StarPulse. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 21, 2010. ციტირების თარიღი: May 9, 2010.
  16. Jacobs, Matthew (January 17, 2013). „Betty White's 91st Birthday: 10 Facts About America's Golden Girl“. The Huffington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 11, 2013. ციტირების თარიღი: October 25, 2013.
  17. „Betty White Interview – Part 1 of 5“. Youtube. September 8, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 16, 2017. ციტირების თარიღი: February 13, 2016.
  18. Green, John (November 9, 2010). „U.S. Forest Ranger Betty White“. ABC. ციტირების თარიღი: February 13, 2016.
  19. Gliatto, Tom (June 12, 1999). „Forever Betty“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2014. ციტირების თარიღი: January 18, 2014. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)Gliatto, Tom (June 12, 1999). . People. Archived from the original დაარქივებული 2014-02-01 საიტზე Wayback Machine. on February 1, 2014. Retrieved January 18, 2014.
  20. „Allen Ludden, TV Host, Is Dead; On 'College Bowl' and 'Password'“. The New York Times. June 10, 1981. p. B6.
  21. Crawford, Setrige (January 17, 2012). „Betty White Remembers Late Husband Allen Ludden on 90th Birthday“. The Christian Post. ციტირების თარიღი: January 18, 2014.
  22. Weiss, Shari (April 9, 2011). „Betty White: Charlie Sheen and Lindsay Lohan are 'ungrateful' actors who 'abuse' their fame“. Daily News. New York. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2014. ციტირების თარიღი: January 18, 2014.
  23. Betty White (2019-07-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-09. ციტირების თარიღი: 2019-09-04
  24. „It's Hotter in Hollywood with Betty White at the American Humane Association Hero Dog Awards Presented by CESAR Canine Cuisine“. American Humane Association. June 2, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 1, 2014. ციტირების თარიღი: January 18, 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეტი_უაიტი“-დან