ბელგიის არქიტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრიუსელი

ბელგიის არქიტექტურა (ნიდერლ. Belgische Architectuur, ფრანგ. Belge Architecture) — არქიტექტურა თანამედროვე დასავლეთევროპული სახელმწიფოს ბელგიის ტერიტორიაზე. ის არის ბელგიური კულტურის შემადგენელი ნაწილი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად ვითარდებოდა XVII საუკუნის შუახანებამდე ნიდერლანდური კულტურის ფარგლებში. მას ჰქონდა თავისი განსაზღვრული სტადიები და გამოირჩევა როგორც საერთოევროპული, ასევე, ადგილობრივი თავისებურებებით.

საერთო ხასიათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟერომ დიუკენუა-უმცროსი. ბაროკოს ჯგუფი. ნოტრ-დამ დიუ საბლონის ეკლესიის ჩუქურთმა. ბრიუსელი

სამხრეთ ნიდერლანდების მიწებზე (თანამედროვე ბელგია) ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში განვითარდა თავისებური კულტურული და მხატვრული შემოქმედება. პრაქტიკულად XVI საუკუნის ბოლომდე ფლანდრიის ხელოვნება და კულტურა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჩრდილოეთის პროვინციების ხელოვნებასთან, რომლებიც შევიდნენ ნიდერლანდების შემადგენლობაში. ეროვნული ნიშნით იზოლაციას და საზღვრების დადგენას ამ სფეროში ხელი შეუწყო ნიდერლანდების ბურჟუაზიულმა რევოლუციამ.

1579 წელს ქალაქ უტრეხტში ხელი მოეწერა უნიას (კავშირს), რომლის მიხედვით, ნიდერლანდების 7 მეამბოხე პროვინციამ გამოაცხადა ე.წ. შვიდი გაერთიანებული პროვინციის რესპუბლიკის შექმნა. მათ შეძლეს ესპანეთთან ომის დროს საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ესპანელმა დამპყრობლებმა შურისძიების მიზნით ანტვერპენის 10 000 მოქალაქე მოკლეს, რამაც გამოიწვია ესპანეთის მიერ კონტროლირებადი ფლანდრიის ტერიტორიებიდან მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია გაერთიანებულ პროვინციებში. 1648 წელს ვესტფალიის ზავით აღიარებულ იქნა „გაერთიანებული პროვინციების“ დამოუკიდებლობა, რომლებიც ცნობილი გახდნენ სახელწოდებით გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა. ამის შემდგომ, ბელგიისა და ნიდერლანდების სამხატვრო კულტურა საბოლოოდ გაიყო და ცალკ-ცალკე საკუთარი გზებით განვითარდა. XVII საუკუნეში ბელგიაში საბოლოოდ შენარჩუნდა კათოლიციზმი და მის ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს კათოლიკურმა იტალიამ და ესპანეთმა.

1714 ბელგიის მიწები გამოეყო ავსტრიის იმპერიას. დაიწყო ტერიტორიულად ახლოს მყოფი საფრანგეთის და XVII საუკუნის მძლავრი ეროვნული ტრადიციების მქონე ავსტრიის თანაბარი ზემოქმედების კომპრომისული ეტაპი. სახელწოდება „ფლანდრიული ხელოვნება“ არასრული და არაზუსტია იმიტომ, რომ ქვეყნის ეროვნული საზოგადოების უმსხვილესი ჯგუფების - ფლანდრიელებისა და ვალონიელების ენასა და კულტურაში არსებითი განსხვავებებია. ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ე.წ. ბრაბანტის რევოლუციის 1789—1790 წლების შედეგების მიხედვით. თუმცა მალე ქვეყანა მოექცა ნაპოლეონ ბონაპარტის ჯარების გავლენის ქვეშ, რომელსაც სურდა ახალი ფრანგული იმპერიის შექმნა. მხოლოდ 1830 წლის საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ დამოუკიდებელი ბელგიის შექმნის შესაძლებლობა.

ამრიგად, ბელგიის არქიტექტურამ გაიაგა მნიშვნელოვანი ისტორიული გზა და ამაყობს, თავისი მიღწევებით, ცნობილი არქიტექტორებით და ღირსშესანიშნაოებებით, კერძოდ, გოთიკით, რენესანსით, ბაროკოთი, ეკლექტიკით, სეცესიონით და პოსტმოდერნიზმით.

ფლანდრიული ბაროკოს არქიტექტურული სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუბენსის სახლი ანტვერპენში
ვენცესლავ კობერგერი. მონტეგრუს ღვთისმშობლის ბაზილიკა
ონზე-ლივე-ფრაუ-ვან-ხვანსვეიკის ეკლესია ბრიუსელში
წმინდა სამების ეკლესია ბრიუსელში
ანდრია პირველწოდებულის წამება. რუბენსი
ჯვრის მსვლელობა ქალაქ მეხელენში

ბელგიის არქიტექტურა სათავეს იღებს შუა საუკუნეების ნიდერლანდური ხელოვნებიდან. არქიტექტურია ყველაზე ადრეული ძეგლები აქ იყო გოთიკური სტილის ტაძრებია ბრიუსელში (XII-XV ს.ს.), ანტვერპენში (1352—1518 წ.წ.), ბრიუგეში (1239-1297 წ.წ.), მეხელენში. აღორძინების ხანის არქიტექტურა წარმოდგენილია მრავალი საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობით. კერძოდ, რატუშა ანტვერპენში (1561-1565 წ.წ). XVI საუკუნეში იქმნება ე.წ. ფლანდრიული სკოლა, რომელმაც XVIII საუკუნემდე იარსება. იმ პერიოდის თვითნაბადმა ბელგიურმა არქიტექტურამ თავის თავში გააერთიანაბაროკოს პლასტიკა და ეროვნული გოთიკური სტილის მრავალწლიანი განვითარების ფორმები (გილდიის სახლი ბრიუსელში, რუბენსის სახლი ანტვერპენში, არქიტექტორთა: ვ. კობერგერის, ჟ. ფრანკარას, პ. ჰეიენსის, ვ. ჰესიუსის და ლ. ფრაიჰერბის საკრალური შენობები).

ფლანდრიული ბაროკოს არქიტექტურაში მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა იეზუიტთა ზემოქმედებას, რომლებიც ხშირად გამოდიოდნენ ბაროკოს სტილით წმინდა შენობების შექმნის ინიციატორებად ან თავად იყვნენ არქიტექტორები. გავრცელება ჰპოვა სამნავიანმა ბაზილიკამ. აგებდნენ მონასტრებს და ჰოსპიტალებს, ბეგინაჟებს (სათავსოები ქალთა რელიგიური საზოგადოებებისათვის), ლომბარდებს, ზოგჯერ სასახლეებს ქალაქგარეთ. განსაკუთრებით მდიდრულად მუშავდებოდა ფასადი, არქიტექტურული დეკორის მთელი რეპერტუარის გამოყენებით - სვეტები და კარნიზები, სამკუთხედები, რელიეფები დასხვ. ფასადის სადღესასწაულო მსხვილი დეკორი გადაიტანეს ინტერიერზეც, რომელიც განსაცვიფრებელ ხელოვნების სინთეზს წარმოადგენდა, კერძოდ,არქიტექტურული გაფორმების, ქანდაკების და ფერწერის . ამ უკანასკნელმა XVI საუკუნის შემდეგ დიდი აღმავლობა განიცადა.

წმინდა შენობების გოთიკური კარკასი წარმატებით იქნა ინტერპრეტირებული ბაროკოს არქიტექტორების მიერ. ასეთი სახით ბაროკოს სტილი გადაიქცა სრულფასოვან, საზეიმო ხასიათის კომპოზიციად. ეს იყო ხელოვნების სინთეზის ნამდვილი აპოთეოზი. კლასიკური მიზნით მისი გამოყენებაც კი (თითქოს თავშეკავებული) ხელს არ უშლიდა კედლების და სამსხვერპლოების ფერადი მარმარილოთი მოპირკეთებას, მოოქროვებას, ჭედური ან მოჩუქურთმებული ორნამენტებით გაწყობას, რასაც თან ახლავდა დინამიური ფერწერა, მხატვრული კომპოზიციები. მდიდრულად გაწყობილი ეკლესიაბი ჩნდებოდა თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის:

ბაროკოს სტილი გამოიყენებოდა არისტოკრატიული ოჯახების სამლოცველო ეკლესიებშიც. მაგ. რუბენსების წმ. იაკობის სახელობის ეკლესია და ა.შ.

თუ ფასადის დეკორი იყო რამდენადმე თავშეკავებული, წმინდა ტაძრებმა პირიქით, შინარჩუნეს ამაღლებული პლასტიურობა ტალღისებრი იერსახის, კოშკების, გუმბათების, ზოგჯერ როტონდების გამოყენებით.

როგორც სხვა სამხატვრო სკოლების და მხატვრული მიმდინარეობების წარმომადგენლებს ანტვერპენის სკოლას გააჩნია საკუთარი უნივერსალურად ნიჭიერი მხატვრები. მათ შორისაა

  • პიტერ კუკ ვან ალტი, რომელიც მუშაობდა როგორც ვიტრაჟების სურათების და გობელენების ავტორი, არქიტექტურის შესახებ ფრანგული ენიდან წიგნების მთარგმნელი, სკულპტორი და რელიგიური ტილოების ავტორი.
  • კორნელის ფლორის დე ვრინდტს ლოგიკურად მიიჩნევენ ანტვერპენის სკოლის წარმომადგენლად. ის მოღვაწეობდა 1513/14 — 1575 წ.წ, და ქმნიდა საიუველირო ნაკეთობათა და მორთულობათა პროექტებს - ორნამენტებს სამარხებზე, დაკავებული იყო მემორიალური სკულპტურით, მუშაობდა როგორც არქიტექტორი ანტვერპენის რატუშას მშენებლობაზე და სხვა თავისი დროისათვის ცნობილ მშენებლობებზე.
  • ვენცესლავ კობერგერი (1557—1634), ასევე, მიეკუთვნება ანტვერპენის სკოლას. ის იყო მხატვარი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც არქიტექტურაში ფლანდრიული ბაროკოს წარმომადგენელი არქიტექტორი იტალიასა და ფლანდრიაში.

ფლანდრიულ ხელოვნებაში თავისი მნიშვნელობით უნიკალური მოვლენა იყო რუბენსის მოღვაწეობა XVII საუკუნეში. 1612-20 წლებს მიეკუთვნება რუბენსის მრავალი შედევრი. რომლებშიც მისმა ხელოვნებამ შემოქმედებით სიმწიფეს მიაღწია. მის ნაწარმოებთა შორის არის

  • ”პერსევსი და ანდრომედე’’
  • “რევკიპეს ასულთა მოტაცება”
  • “ მთვრალი სილენე”
  • “ ამორძალთა ბრძოლა”
  • “ნადირობის სცენები”

აგრეთვე,

  • გრანდიოზული დეკორაციები
  • კომპოზიციები, რომლებიც შესრულებული იყო ევროპაში, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი არისტოკრატებისა და მეფეთა შეკვეთით
  • კარტონები ხალიჩებისათვის, რომლებზეც გამოსახული იყო სცენები დეციუს მაუსის ცხოვრებიდან
  • უამრავი პორტრეტი, პეიზაჟი, მითოლოგია.

დროებითი ტრიუმფალური შენობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუბენსი. იანუსის ტაძარი

არქიტექტურის სპეციფიკურ ნაწილს წარმოადგენს XVII საუკუნის დროებითი შენობები - დაკავშირებული ესპანეთის მეფეების შეხვედრებთან, ესპანეთის გამარჯვებებთან ან დღესასწაულებთან. მათ აგებდნენ ტრიუმფალური კარიბჭის სახით, რელიეფებით, ფერწერით, წარწერებით, დროშებით, გირლიანდებით შემკული პატარა ტაძრების სახით. მათ შესაქმნელად იწვევდენენ საუკეთესო არქიტექტორებს, მხატვრებს და სკულპტორ-დეკორატორებს. ანტვერპენში ყოფნის დროს რუბენსი ხელმძღვანელობდა ტრიუმფალური შენობის ასაგებად შექმნილ მხატვართა ბრიგადას. მან საკუთარი ხელით შეიმუშავა მრავალრიცხოვანი ესკიზები და პროექტები ამისათვის. დღესასწაულების დამთავრების შემდეგ შემობებს შეუბრალებლად ანგრევდნენ და ანადგურებდნენ. მათი არსებობის და გარეგნული სახის მოწმეებად რჩებოდნენ მხოლოდ ესკიზები და გრავიურები.

გილდიები და სადა ნაგებობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გილდიის შენობა ბრიუსელში. XVIII ს. დასაწყისი

უბრალო სახლებში ნაკლებად გამოიყენებოდა ბაროკოს სტილისტიკა, თუმცა გავლენა მოახდინა გარეგან ფასადზე, განსაკუთრებით გილდიის შენობებზე. ქალაქის სახლი გამოირჩეოდა წვრილი, მაგრამ მაღალი ფასადით, რომელსაც ჰქონდა სამი-ხუთი ფანჯარა, რამდენიმე სართული, მაგრამ ჰქონდა მეტად ხელსაყრელი შიდა გეგმარება. პირველი სართული — ფართო ვესტბიული კიბით ზემოთ. მახასიათებელი სხვადასხვა ფორმის დეტალები, ორნამენტები იყო უფრო იაფი, ვიდრე მარმარილოს სკულპტურა. თითქმის ყველა ქალაქის დაგეგმარებამ დიდხანს შეინარჩუნა შუასაუკუნეობრივი ხასიათი. ზოგიერთ ქალაქში არც კი შეუღწევია XIX-XX საუკუნეებს (ბრიუგე, გენტი, მეხელენი). სოფლის ნაგებობანი მეტისმეტად კოტრასტს ქმნიდა თავისი პრიმიტიულობით, სადა, მოუკაზმავი ფორმებით, პრაქტიკულად, დეკორის სრული უარყოფით, რაც განსაცვიფრებელი იყო დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების აყვავების პერიოდში.

მხოლოდ XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ეკლესიების მშენებლობა წყდება, ეროვნული ტრადიციები თანდათან სუსტდება ფრანგული და განსაკუთრებით, იტალიური მოდური სახეობების ზეწოლის შედეგად.

ფრანგული და ავსტრიული გავლენა XVIII საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის მეორე ნახევარში ლუდოვიკო XIV-ის არმიას ჰქონდა ევროპის სხვა სახელმწიფოებში, როგორც სამხედრო ძალის, შეჭრის მცდელობა. ფრამგმა სამხედროებმა დაიპყრეს ენო და დასავლეთ ფლანდრია. დაზიანდა ბრიუსელიც. 1695 წელს ბრიუსელის დიდ სასახლეს სამი დღე ანგრევდნენ ზარბაზნებით. რეისვეიკის ხელშეკრულებით 1697 ფრანგებმა დატოვეს ბელგია. ესპანური მემკვიდრეობისათვის ბრძოლის წლებში (1701—1714) სამხრეთ ნიდერლანდების ხელისუფლება გადავიდა ავსტრიელი ჰაბსბურგების მხარეს. დიდი სასახლე და ყოფილი სენ-მიშელის მოედანი აღარდგინეს ფრანგული არქიტექტურული სტილის გათვალისწინებით. ეს არის სიმეტრია, პილასტრები, ფანჯრის ჩარჩოები, შენობის ცენტრი ხაზგასმული ან გადატვირთული სახით ან უბრალო ვერანდით. ბაროკოს დეკორი იცვლება ასკეტური კლასიციზმიდან ნასესხები დეკორით (არქიტექტორი იან პიტერ ვან ბაურსჰეიდი, სამეფო სასახლე ანტვერპენში 1743—1745 წ.წ., არქ. კ. ფისკო, სენ-მიშელის მოედნის ნაგებობანი. ბრიუსელში, 1772—1775 წ.წ., ახლანდელი პლიას დე მორტირი («დაღუპულთა მოედანი»).

XIX საუკუნის ბელგიის ბურჟუაზიული არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიანი კლასიციზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფო სასახლის მოედანი

XVIII საუკუნის ბოლოდან XIX ს. პირველ მესამედამდე გაბატონებული სტილი გახდა კლასიციზმი. მის მითითებებს მკაცრად იცავდა არქიტექტორი ლ. რულანდტი (1786—1864), რომელსაც მიანდეს იუსტიციის სასახლის მშენებლობა ქალაქ გენტში. გამოყენებულია ნაცნობი სტილისტიკა — ფართო კიბე, რომაული ვერანდა და სხვ. კლასიციზმის ფორმების საკმაოდ თავისუფალი ინტერპრეტაციაა გამოყენებული ბრიუსელში ორანელი პრინცის სასახლისათვის. (არქ. შ. ვან დერ სტრატენი 1823—1826 წ.წ., მოგვიანებით შენობა გადაეცა აკადემიას). სასახლის სიმეტრიულ, მოგრძო ფასადს არ გააჩნია გამოკვეთილი ცენტრი. მის ნაცვლად მოგრძო გალერეა შემოსაზღვრულია გვერდითი პავილიონებით. არავითარი სვეტები, ვერანდები, სამკუთხა ფრონტონები. მათ ნაცვლად — ჰორიზონტალური კარნიზები, სხვენი ქანდაკებების გარეშე, საკმაოდ მყარი სახურავი, რომელიც ფუნქციონალურად მოუხერხებელია მომატებული ტენიანობისა და ღრუბლების ქვეყანაში.

ბელგიური ეკლექტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბელგიურ არქიტექტურაში გამეფდა ეკლექტიკა. შენობათა ფასადი გადატვირთულია XVIII საუკუნის ფრანგული შენობებიდან ნასესხები დეკორით. ზოგი მათგანი აგებულია ფრანგული მანიერიზმის ან აღორძინების სტილის შენობებით. მაგ: ეროვნული ბანკი (არქიტექტორი ბეიარტი), ბრიუსელის ბირჟა, იუსტიციის სასახლე (არქიტექტორი პულარტი), სამეფო მუზეუმი (არქიტექტორი ა. ბალა). აღდგენილი იქნა წმინდა ტაძართა მშენებლობანიც. ამჯერად, ეკლესიები შენდებოდა ბიზანტიურ, ნეოგოთიკურ, ნეობაროკოულ სტილში.

უბრალო მშენებლობანი ბურჟუაზიული შენობების პათოსთან შედარებით, პირიქით, განგაცვიფრებს შეზღუდულობით და ძუნწად თავშეკავებულობითაც კი. მუქწითელი ან ყვითელი აგურით ნაშენები უბრალო საცხოვრებელი სახლები გამოირჩევა სადა ფასადებით, მცირე რაოდენობით ფანჯრებით, ორი-სამი სართულით. ყველაფერი განპირობებული იყო გადასახადებიდან გამომდინარე - რამდენად მცირე მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა შენობა ან რა რაოდენობის კარ-ფანჯარა ჰქონდა და ა.შ. პირველი სართული აქ წარმოადგენდა სამზარეულოს, ხოლო ზედა სართულში განლაგებული იყო ოთახები და საძინებლები. დამრეცსახურავიან მანსარდებში განთავსებული იყო, ასევე, საძინებლები ან საწყობები.

ტრადიციული სამშენებლო მასალები და ტიპური დაგეგმარება აქ XX საუკუნემდე შენარჩუნდა, მაგრამ კაპიტალიზმის განვითარებამ, ფაბრიკა-ქარხნების წარმოშობამ მძლავრად იმოქმედა ქალაქთმშენებლობაზე. განთქმული ანტვერპენის სასახლეების გვერდით წარმოიქმნა მუშათა ბარაკები. ყველგან, განვითარებული ქალაქების განაპირა სამრეწველო რაონებში ქაოტურად ჩნდებოდა უზარმაზარ ტერიტორიაზე მჭიდროდ დასახლებული მუშათა ღარიბი, კეთულმოუწყობელი კვარტლები. კლიენტებს აიძულებენ ეკონომიას. არქიტექტორები მასობრივად უარყოფდნენ გამომსახველობას, საწარმოო შენობების ესთეტიკურ მხარეს. ახალი სამშენებლო მასალების გამოყენებით (თუჯის სვეტები, მინა) ისინი მხოლოდ იშვიათად მიმართავდნენ გამომსახველობას.

ქალაქთმშენებლობის პროექტებს გააჩნდათ უკიდურესად შეზღუდული ხასიათი. გარდაქმნები და ესთეტიკა ეხებოდა მხოლოდ ქალაქის ცენტრებს, სადგურებს ან ზოგიერთ მოედანს (მაგ: კონგრესის მოედანი ბრიუსელში. არქ. ი. პ. კლოისენარი. 1850—1859 წ.წ.). მდინარე სენა, რომელიც მოედინება თითქმის ბრიუსელის ცენტრში, მოაქციეს გვირაბში, რომლის ზემოთ შექმნეს ბულვარი 1867—1874 წ.წ. ანტვერპენში მოდერნიზება გაუკეთეს პორტს, თუმცა არ შეეხნენ მის სიახლოვეს მდებარე მუშათა ბარაკების რაიონს. ეს ტლანქი და მოუხერხებელი ნაგებობანი ერთგვარ კონტრასრულობას ქმნიდა დედაქალაქის და სხვა ქალაქების ბანკების, ბირჟების, სახელმწიფო დაწესებულებების, მცირეოდენი თეატრებისა თუ მუზეუმების ფასადების პათოსურობასთან.

უნივერსალური მაღაზიები და პასაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის შუა პერიოდსა და დასასრულისათვის დასავლურ სამყაროს მოედო მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობის ტალღა. იმისათვის, რომ მოეზიდათ მყიდველები, არქიტექტორებმა ერთი სახურავის ქვეშ გააერთიანეს მაღაზიები, კაფეები, საწყობები, მამაკაცთა ოთახები (სანამ ქალები საყიდლებზე დადიოდნენ), პირველი ტუალეტები. ასევე, შეიმუშავეს სტრატეგიები მაღაზიაში სტუმართა ოჯახებითა და ბავშვებით დიდი ხნით დასაკავებლად, რომ რაც შეიძლება ბევრი საქონელი, პროდუქტი თუ მოდური ტანსაცმელი გაეყიდათ უმნიშვნელო წვრილმანებამდე. მთელი ძალით შემოდის რეკლამა — ფასადებზე, გამოცემებზე, პლაკატებზე, გაზეთებში და ა.შ. ჩამოყალიბდა ისეთი სავაჭრო ფენომენი, როდესაც სტუმარი იწყებს ზედმეტი, არასაჭირო ნივთების ყიდვას. ბუჟუაზიული არქიტექტურა აქტიურად ჩაერთო ვაჭრობის ამ პროცესში.

ბელგიური სეცესიონსტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმ. ტერეზას ეკლესია ბრიუსელში

ბელგიური სეცესიონი წარმოიქმნა სამხატვრო წრეებში — „ოცთა საზოგადოება“ (1884—1893) და „თავისუფალი ესთეტიკა“ (1894—1913). აღნიშნული წრეების აქტივისტებმა მოისურვეს უარი ეთქვათ ორდენული არქიტექტურის ზეგავლენაზე, ისტორიული სტილის ბანალურობაზე. მოისურვეს აღმოეჩინათ და გაეხსნათ ახალი სამშენებლო მასალებისა და ფორმების შესაძლებლობანი. ლოგიკურია, რომ ბელგიაში ამ მოძრაობამ მიიღო სახელწოდება „ახალი ხელოვნება“ („art nouveau“ — „არტ-ნუვო“). ახალი მხატვრული მიმდინარეობის თეორეტიკოსი გახდა ანრი კლემენს ვან დე ველდე (1863—1957). ის იყო პრაქტიკოსი არქიტექტორი, თუმცა აგებული აქვს რამდენიმე შენობა, ამიტომ ოსტატის შემოქმედებით მემკვიდრეობაში პირველ ადგილზე იდგა ლიტერატურა და პედაგოგიური მოღვაწეობა, აგრეთვე ინტერიერის დიზაინის პრაქტიკა. არანაკლები მნიშვნელობისა იყო მეორე მხატვრის, ვიქტორ ორტას (1861—1947) არქიტექტურული პრაქტიკა. 1892−1893 წ.წ. ქალაქ ბრიუსელში მის მიერ აგებული ინჟინერ ტასელის სახლი ატყვევებდა ორდენული არქიტექტურის უარმყოფელ თავის თანამედროვეებს მომრგვალებული მინის ეკრანებით და დაგეგმარების ასიმეტრიულობით იმიტომ, რომ ორტამ გაცვალა ჩვეულებრივი გეგმის სილამაზე საცხოვრებლის კომფორტსა და მოხერხებულობაზე. კლასიციზმის ეპოქის ნაგებობებთან შედარებით (სიმეტრია, გეგმის მომხიბვლელობა, ორიენტაცია იტალიურ არქიტექტურაზე ბელგიის განსხვავებული კლიმატური პირობების იგნორირებით) ეს იყო ნამდვილად რევოლუციური ნაბიჯი.

ვიქტორ ორტას ატყვევებდა ტალღოვანი ხაზები. მან ეს ბუნებრივი ხაზები გადაიტანა მეტალის კონსტრუქციაშიც, ქვაშიც, ინტერიერის დეკორშიც და კედლის მხატვრობაშიც. ორტა მუშაობდა კერძო მდიდრული სახლების შექმნაზე ან უნიკალურ, საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ობიექტებზე. აქედან წარმოდგა მისი უცნაურ გადაწყვეტილებათა ცეცხლი ზედმეტი დეკორატიულობის გარეშე.

ამ პერიოდის არქიტექტორები და თეორეტიკოსები მივიდნენ არა მხოლოდ უნიკალური შენობების ღირებულებათა გაცნობიერებამდე და მდიდართა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, არამედ, უბრალო ნაგებობათა ღირებულებებთან და საშუალო კლასის კომფორტული ცხოვრების უფლებებთან, რომელიც წარმოიქმნა და ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ ცხოვრებაზეც. ახალგაზრდა არქიტექტორებმა აღადგინეს ტრადიციული ფლამანდური ფორმები და გამოიყენეს დიდი ხნის ნაცნობი აგური.

XX საუკუნის ბელგიური არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უბრალო ნაგებობანი ბრიუსელში

ბელგიის ქალაქების არქიტექტურა მნიშვნელოვნად დაზარალდა პირველი მსოფლიო ომის დროს. უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლებამ ტრადიციული ფორმების აღდგენისას მხარი დაუჭირა არა მხოლოდ ავანგარდისტ არქიტექტორებს, არამედ კონსერვატორულ ტენდენციებსაც. ომისშემდგომ შენობები აღადგინეს იმავე ადგილებში, თითქმის იგივე ტრადიციული ნახზების მიხედვით, როგორც შეიქმნა ის შუა საუკუნეების ურბანული დაგეგმარების მიხედვით. თუმცა, ამჯერად, ნახაზებში გათვალისწინებული იქნა, აქამდე იგნორირებული, XX საუკუნის ახალი მოთხოვნები — განათების, ჰიგიენის, საცხოვრებელი ხარისხის შესახებ. ელექტროენერგიის გამოყენებამ მხოლოდ ნაწილობრივ მოაგვარა პრობლემები, რადგან კარის ზღურბლთან უარყოფილი იქნა ცხენები და სატვირთო ტრანსპორტი, მანქანების და ახალი სამშენებლო მასალების გავრცელება და სხვ.

ბელგიის არქიტექტურაში XX საუკუნეში მდგომარეობა სახიფათოდ კრიტიკული გახდა. სიტუაციაზე გავლენის მოხდენა სცადა ხელისუფლებამ, განსაკუთრებით ქალაქთმშენებლობის საკითხში. თუმცა, მიწებზე კერძო საკუთრების პირობებში, ქალაქთმშენებლობის გეგმები ხანგრძლივად ატარებდა მხოლოდ თეორიულ ხასიათს, მოგვიანებით ამას მოჰყვა გეგმების უმნიშვნელო რეალიზაცია.

ყველაზე ცნობილი პროექტი გახდა ”ეროვნული საზოგადოების იაფი საცხოვრებელი” დაბების მშენებლობა, რომელიც დაიწყო 1920 წელს. საშუალებათა შეზღუდულობამ ბელგიელ არქიტექტორებს გაუღვიძა ტიპური პროექტების შექმნის, სტანდარტიზაციისა და მშენებლობის მექანიზაციის სურვილი. ეს ახასიათებს ორ საუკეთესო დასახლებას ბელგიის გარეუბანში. დაბა სელზატე (არქ. ჰაიბრეჰტ ჰოსტე) და „თანამედროვე ქალაქი“ (არქ. ვიქტორ ბურჟუა) ცნობილია იმით, რომ მათ გააჩნიათ თავისუფალი დაგეგმარება. საცხოვრებელი კვარტლები და ტროტუარები ფეხით მოსიარულეთათვის განლაგებულია მცენარეთა შორის და საავტომობილო გზებისაგან შემოსაზღვრულია ხეებით. დასახლებულ პუნქტებს გააჩნიათ საკუთარი ადმინისტრაციული ცენტრები, მაღაზიათა ქსელი, მცირე მოედნები ბავშვებისათვის, სკოლები, დასასვენებელი ზონები. განახლდა კერძო სახლების, ვილების, მდიდრული მომგებიანი სასახლეების მშენებლობაც.

მიწის ნაკვეთების საკმაოდ მაღალმა ფასებმა, განსაკუთრებით ქალაქებში, სტიმულირება მისცა მაღლივ მშენებლობებს. 1931 წელს ანტვერპენში აიგო ბელგიაში პირველი მაღლივი სახლი — „ტორენგებაუ“, მაგრამ სამრეწველო და სატრანსპორტო მშენებლობათა ბედი ჯერ კიდევ რჩებოდა საგადამხდელო ხასიათის. ეპოქის შესამნჩნევ შენობათა შორის არის საპორტო შენობები და აეროპორტი ანტვერპენში (არქ. ს. იასინსკი), ალბერტის საზღვაო-სატრანსპორტო არხი (1930—1939 წ.წ.). არქიტექტურული პრაქტიკის წინააღმდეგობებს ჰქონდა ადგილი 1935 წლის საერთაშორისო გამოფენისათვის აგებულ შენობებშიც, ბრიუსელში. (საუკუნის დიდი სასახლე, არქ. იან ვან ნეკი).

ნაცისტური ოკუპაციის დროს ბელგიამ კიდევ ერთხელ განიცადა დაბომბვა მეორე მსოფლიო ომის წლებში. ომის წლებში ქალაქთმშენებლობის სიტუაციის კონტროლი დაიწყო ხელისუფლებამ. საცხოვრებელი რესურსის ნაწილი აღდგენილ იქნა, ნაწილი ახლიდან აშენდა. დაიწყო ბარაკების განადგურება და სამრეწველო ობიექტების ქალაქგარეთ გატანა, საცხოვრებელი ბინების კეთილმოწყობა (წყლის სისტემის შეყვანა ბინებში, მწვანე საფარის გაშენება და სხვ.) ისტორიულმა ქალაქებმა შეინარჩუნეს მჭიდრო ნაგებობანი, მაგრამ ძველი და ვიწრო სახლების ადგილას გაჩნდა თანამედროვე შენობები, რომლებიც მნიშვნელოვნად ”ამოვარდა” ისტორიული გარემოდან გამარტივებული დეკორის გამო. იმისათვის, რომ როგორმე გადაეწყვიტათ სატრანსპორტო პრობლემები ბრიუსელში, ქალაქში მსოფლიო საერთაშორისო გამოფენამდე შექმნეს გვირაბებისა და გზაგამტარების ქსელი. მიწისქვესა ქსელით შეაერთეს ქალაქი და აეროპორტი მალსბრუკში. (არქ. ბრენფო და სხვ.). ქალაქი ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი გახდა დასავლეთ ევროპაში. ბელგიის სასოფლო რაიონებმა შეღებეს და მორთეს სასტუმროები ტურისტებისათვის, ააგეს ახალი გზები და ავტოსტრადები, მაღაზიები ხაზგასმული თანადროვე სახით. ბელგიელი არქიტექტორები დღემდე არ ერიდებიან უცხოური გამოცდილების გაზიარებას და უპრობლემოდ გადმოაქვთ საკუთარ შემოქმედებაში ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და სხვათა წარმატებული გადაწყვეტილებანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოკლე მხატვრული ენციკლოპედია. «მსოფლიოს ქვეყნებისა და ხალხების ხელოვნება», ტ 1, с. 186—220
  • ერმიტაჟის შრომები, ტ 1, М, 1956
  • დობროკლონსკი მ. ვ. (ავტორ-შემდგენელი), «რუბენსის ნახატები», М-Л, 1940
  • «პეტერ პაულ რუბენსი. წერილები. დოკუმენტები. თანამედროვეთა მოსაზრებანი», სერია «მხატვრის სამყარო», გამ. «ხელოვნება», 1977
  • ჟურნალი «Архитектура СССР», № 5, 1957, სტატია «საცხოვრებელი სახელბი და კეთილმოწყობილი კვარტლები ბელგიაში»
  • ვლიეჟე, ჰანს. ფლამანდური ხელოვნება და არქიტექტურა 1585-1700. იელის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1998

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]