უნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახელმწიფოების უნიამონარქიული სახელმწიფოების გაერთიანება ერთ-ერთი სახელმწიფოს - სუვერენის მეთაურობით. სახელმწიფო სამართალში განასხვავებენ უნიის ორ სახეს - პიროვნულსა (პერსონალურს) და რეალურს (ორგანულს).

პიროვნული უნია მაშინ წარმიშობოდა, როდესაც დინასტიური კავშირებისა და ტახტის მემკვიდრეობის წესის გამო ერთი და იგივე პირი გახდებოდა ორი ან მეტი სახელმწიფოს მონარქი. პიროვნულ უნიაში გაერთიანებული სახელმწიფოები ინარჩუნებდნენ თავიანთ სუვერენიტეტს. საერთო მონარქის ხელისუფლება კი ნომინალური იყო.

რეალური უნია იქმნებოდა ხელშეკრულების საფუძველზე (მაგალითად შვედეთისა და ნორვეგიის უნია 1814-1905 წწ.) ან უფრო ძლიერი სახელმწიფოს ცალმხრივი აქტის შედეგად (ავსტრიისა და უნგრეთის უნია 1867-1918 წწ.). საერთაშორისო ურთიერთობებში რეალური უნია გამოდიოდა როგორც ერთიანი სუვერენული სახელმწიფო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უნია&oldid=2528153“-დან