ბეგა I სურამელი
იერსახე
ბეგა I სურამელი — XII საუკუნის II ნახევრის მოღვაწე ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი. ისტორიული წყაროებით, სურამელთა გვარის ყველაზე ადრინდელი წარმომადგენელი. იხსენიება ბექას და ბეშქენის სახელითაც.
ბეგა თან ახლდა გიორგი III-ს ანისთან თურქთა სულხან არდოხის ძის წინააღმდეგ ბრძოლაში. ლაშა გიორგის ერთი სიგელის ცნობით, მისთვის გიორგი III-ს უწყალობებია ქართლის სოფელი სუელნეთი. სურამელის ვაჟი იყო ქართლის ერისთავი რატი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 9, გვ. 609, თბ., 1985