ბარბაროსთა მოლოდინში
„ბარბაროსთა მოლოდინში“ | |
---|---|
Waiting for the Barbarians | |
ქართული გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ჯონ მაქსველ კუტზეე |
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკა |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | რომანი |
გამომცემელი | Secker & Warburg |
გამოცემის თარიღი | 1980 |
ქართულად გამოიცა | 2023 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 156 |
ISBN | 0-436-10295-1 |
ბარბაროსების მოლოდინში ან ბარბაროსთა მოლოდინში (ინგლ. Waiting for the Barbarians) 一 სამხრეთ აფრიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ მაქსველ კუტზეეს რიგით მესამე რომანი, რომელიც 1980 წელს გამოქვეყნდა. წიგნმა გამოცემისთანავე დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მას შემდეგ, რაც 2003 წელს კუტზეემ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია დაიმსახურა,გამომცემლობა Penguin Books-მა ზემოხსენებული მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო რომანს შორის გაამწესა, გარდა ამისა, ნაწარმოებმა დაიმსახურა ჯეიმზ ტეიტ ბლეიკისა და ჯეფრი ფაბერის მემორიალური პრიზები. ამერიკელმა კომპოზიტორმა, ფილიპ გლასმა, რომანის მიხედვით, შექმნა ამავე სახელწოდების მქონე ოპერა, რომლის პრემიერაც 2005 წელს შედგა გერმანიაში, ერფურტის თეატრში.
თავად კუტზეემ აღიარა, რომ ნაწარმოების შთაგონების წყაროს მეცხრამეტე საუკუნის ბერძენი პოეტის, კონსტანტინე კავაფისის ამავე სახელწოდების პოემა 一 ბარბაროსთა მოლოდინში (1904) 一 წარმოადგენს.[1][2]
რომანზე, აგრეთვე, დიდი გავლენა იქონია იტალიელი მწერლის, დინო ბუცატის 1940 წლის რომანმა, სახელწოდებით 一 თათრების უდაბნო. თავის მხრივ, ბუცატმა საკუთარი რომანი, ასევე, კონსტანტინე კავაფისის პოემას დააფუძნა.
ნაწარმოებზე დაყრდნობით, 2019 წელს, რეჟისორმა კირო გუერამ, გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს მარკ რაილანსი, ჯონი დეპი და რობერტ პატინსონი ასრულებენ.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Howe, Irving (April 18, 1982). „A stark political fable of South Africa“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2007-12-30. Book Review Desk
- ↑ "Waiting for the Barbarians". Constantine P. Cavafy. Retrieved May 27, 2008.
- ↑ Waiting for the Barbarians. imdb.com. ციტირების თარიღი: 2018-09-13