შინაარსზე გადასვლა

ბამბერგის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბამბერგის კონსტიტუცია (გერმ. Bamberger Verfassung) — 1919 წლის 14 აგვისტოს მიღებული ბავარიის პირველი დემოკრატიული კონსტიტუცია.

1918 წელს ნოემბრის რევოლუციის შედეგად მონარქიის გაუქმებისა და კურტ აისნერის მიერ ბავარიის თავისუფალი სახელმწიფოს გამოცხადების შემდეგ 1919 წლის 12 იანვარს ბავარიაში პირველად ჩატარდა თავისუფალი, ნასწორი, პირდაპირი და ფარული არჩევნები, რომელშიც ქალებს პირველად მიეცათ მონაწილეობის უფლება. არჩევნების შემდეგ მალევე პრემიერმინისტრ კურტ აისნერის მეთაურობით დაიწყო ბავარიის პირველ დემოკრატიულ კონსტიტუციაზე მუშაობა. კონსტიტუცია დამტკიცდა 1919 წლის 12 აგვისტოს საბჭოსა (ლანდტაგი) და მთავრობის წევრთა მიერ (165 მომხრე, 3 წინააღმდეგი), რომელიც ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის სამოქალაქო ომის მსგავსი არეულობების გამო ქალაქ ბამბერგში იყო გადასული. კონსტიტუცია ბავარიას მიიჩნევდა თავისუფალ სახელმწიფოდ გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში, შეიცავდა ძირითად უფლებებს და ყველა პირს, რომელიც მინიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ბავარიაში, სახელმწიფოს მოქალაქედ აღიარებდა. ძალაში შევიდა 1919 წლის 15 სექტემბერს. 1934 წლის კანონმა იმპერიის რეორგანიზაციის შესახებ გააუქმა ბავარიის ნაწილობრივი სუვერენიტეტი. ბავარიის 1946 წლის მოქმედი კონსტიტუციის 186-ე მუხლით ბამბერგის კონსტიტუცია ძალადაკარგულად გამოცხადდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]