ბალდრი
იერსახე
ბალდრი, ბალდერი (ძველი ნორდული Balder) — სინათლისა და გაზაფხულის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში. ოდინისა და ფრიგის ძე. მითური გადმოცემით, მისი სიკვდილი ღმერთების (აზების) და მთელი სამყაროს დაღუპვას მოასწავებდა, ამიტომ დედა — ფრიგი ყველაფრისაგან იცავდა, მხოლოდ ფითრი გამორჩა მხედველობიდან. ამით ისარგებლა აზების მტერმა ლოკიმ, ფითრის რტოსგან ხელშუბი გააკეთა, წყვდიადის ბრმა ღმერთს ჰედრს გადასცა და ასპარეზობის დროს ისე მიმართა მისი ხელი, რომ ჰედრმა ბალდრი განგმირა. მითური გადმოცემით, ბალდრი მკვდრეთით აღდგება ხოლმე განახლებულ სამყაროსთან ერთად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 2, გვ. 168, თბ., 1977
|