შინაარსზე გადასვლა

ბაილარის სახლი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაილარის სახლი
აზერ. Bəylərin evi
მდებარეობა შუშა, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი

ბაილარის სახლი (აზერ. Bəylərin evi) — ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი ქალაქ შუშაში.

შენობის არტიტექტურა დამახასიათებელია, როგორც ყარაბაღული არქიტექტურისთვის, ასევე აზერბაიჯანის სხვა მთიანი რეგიონებისთვის. ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე მოსამსახურეების ოთახები მდებარეობს. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე ქვისგანაა დამზადებული, რომელსაც ლოჯამდე მივყავართ. ლოჯიის ორ მხარეს საცხოვრებელი ოთახებია, ხოლო მესამე მხარეს კედელი. ლოჯიამდე მიმავალი ოთახების კედლებს ამშვენებს მოჩუქურთმებული ხის კარები და დიდი გისოსებიანი ფანჯრები.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Фатуллаев, Ш. С. Памятники Шуши. Баку. 1970.
  • Саламзаде, А. В. Архитектура Азербайджана XVI-XIX вв. Баку. 1964.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაილარის_სახლი“-დან