ბაიკალსკი
იერსახე
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბაიკალსკი რუს. Байкальск | |||
| |||
ქვეყანა | რუსეთი | ||
ოლქი | ირკუტსკი | ||
მუნიციპალიტეტი | სლიუდანკა | ||
კოორდინატები | 51°31′02″ ჩ. გ. 104°09′22″ ა. გ. / 51.51722° ჩ. გ. 104.15611° ა. გ. | ||
დაარსდა | 1961 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1966 | ||
ფართობი | 819.25 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 460 მეტრი | ||
მოსახლეობა | 12 738 კაცი (2017) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 39542 | ||
საფოსტო ინდექსი | 665930 და 665932 | ||
ბაიკალსკი (რუს. Байкальск) — ქალაქი რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ბაიკალის ტბის სამხრეთ ნაპირზე.
ქალაქში მდებარეობს რკინიგზის სადგური ირკუტსკ—ულან-უდეს ხაზზე. ბაიკალსკში გადის მოსკოვ—ვლადივოსტოკის ფედერალური ავტოგზა.[1] მოსახლეობა — 12 738 (2017).[2] დაარსდა 1961 წელს როგორც დაბა, ცელულოზის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით. 1966 წლიდან ქალაქად ითვლება.
ბაიკალსკში მდებარეობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ეკოტოქსიკოლოგიის ინსტიტუტი. ქალაქი სამეცნიერო და სპორტული ღონისძიებების, მათ შორის საერთაშორისოების გამართვის ტრადიციული ადგილია. აქ მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი „გორა-სობოლინაია“ («Гора Соболиная»).[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 156.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაიკალსკის სიახლეები (რუსული)
- ქალაქის გაზეთის საიტი «Байкал-новости» დაარქივებული 2020-08-05 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ღირსშესანიშნაობები ბაიკალსკთან ახლოს დაარქივებული 2019-06-02 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ტურისტული გაერთიანება «БайкалТуризм» დაარქივებული 2019-06-02 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ბაიკალსკი დაარქივებული 2019-06-02 საიტზე Wayback Machine. // დიდი რუსული ენციკლოპედია [35 ტომად], მთ. რედ. ოსიპოვი ი. ს., მოსკ.: გამომც. დიდი რუსული ენციკლოპედია, 2004–2017.
- ↑ Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2017 года (31 июля 2017). Дата обращения 31 июля 2017. Архивировано 31 июля 2017 года.