ახლა მხედავ (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ახლა მხედავ“
ინგლ. Now You See Me
ჟანრი თრილერი
რეჟისორი ლუი ლეტერიერი
პროდიუსერი

ალექს კურცმენი
რობერტ ორქი

ბობი კოჰენი
როლებში
კომპოზიტორი ბრაიან ტაილერი
მწარმოებელი კომპანია K/O Paper Products
დისტრიბუტორი Summit Entertainment
გამოსვლის თარიღი

21 მაისი, 2013 (ნიუ-იორკი)

31 მაისი, 2013 (აშშ)
ხანგრძლივობა 115 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 75 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 351.7 მილიონი აშშ დოლარი

ახლა მხედავ (ინგლ. Now You See Me) — 2013 წლის ამერიკული თრილერის ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია ლუი ლეტერიერი, ხოლო სცენარის ავტორი ედ სოლომონი, ბოაზ იაკინი და ედვარდ რიკური. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: ჯესი ეიზენბერგი, მარკ რუფალო, ვუდი ჰარელსონი, ისლა ფიშერი, დეივ ფრანკო, მელანი ლორანი, მაიკლ კეინი და მორგან ფრიმენი. ფილმის სიუჟეტი მიჰყვება FBI–ის აგენტს და ინტერპოლის დეტექტივს, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ილუზიონისტების გუნდს, რომლებიც თავიანთი წარმოდგენის დროს ბანკს ძარცვავენ.

ფილმის პრემიერა შედგა ნიუ-იორკში 2013 წლის 21 მაისს. ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო კრიტოსთა მხრიდან, განსაკუთრებით სადავო იყო დასასრული. ფილმი წარმატებული აღმოჩნდა და მსოფლიოს მასშტაბით 351.7 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ფილმმა მოიგო სახალხო არჩევანის ჯილდო საყვარელი თრილერის ჟანრის ფილმისთვის და ასევე მიიღო ნომინაციები Empire Award-ზე, როგორც საუკეთესო თრილერი და სატურნის ჯილდო საუკეთესო ტრილერის ჟანრის ფილმისა და საუკეთესო მუსიკის კატეგორიებში.

ფილმის გაგრძელება, ახლა მხედავ 2, გამოვიდა 2016 წლის 10 ივნისს.

სამსახიობო ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯესი ეიზენბერგი - დანიელ „დენი" ატლასი: ამპარტავანი ილუზიონისტი და ქუჩის ჯადოქარი, საზოგადოებისთვის ოთხი მხედრის ლიდერი.
  • ვუდი ჰარელსონი მერიტ მაკკინის როლში: ჰიპნოტიკოსი, მენტალისტი. მაკკინი ოთხ მხედარს შორის ყველაზე მოხუცია.
  • ისლა ფიშერი, როგორც ჰენლი რივზი: სცენის ჯადოქარი. ის ასევე არის დანიელ ატლასის ყოფილი თანაშემწე და ყოფილი სიყვარული.
  • დეივ ფრანკო, როგორც ჯეკ უაილდერი: ილუზიონისტი და ქუჩის ჯადოქარი.. გარდა ამისა, ის არის ჯიბის ქურდი და შეუძლია საკეტები გააღოს. უაილდერი ოთხი მხედრიდან ყველაზე ახალგაზრდაა.
  • მარკ რუფალო როგორც დილან როდოსი: FBI-ის აგენტი, რომელიც ცდილობს დაიჭიროს ოთხი მხედარი. ფილმის დასასრულს ვიგებთ, რომ იგი ილუზიონისტი და ოთხი მხედრის ლიდერია.
  • მელანი ლორანი, როგორც ალმა დრეი: საფრანგეთის ინტერპოლის აგენტი, რომელიც დილან როდოსს ეხმარება ოთხი მხედრის საქმეში.
  • მორგან ფრიმენი, როგორც თადეუს ბრედლი: ყოფილი ილუზიონისტი, რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში სხვა ილუზიონისტების საიდუმლოებებს ამჟღავნებდა.
  • ჯესიკა ლინდსი ჰერმიას როლში: თადეუს ბრედლის თანაშემწე.
  • მაიკლ კეინი, როგორც არტურ ტრესლერი, სადაზღვევო მაგნატი და ოთხი მხედრის სპონსორი.
  • დევიდ ვარშოფსკი: FBI– ის აგენტი კოუანი .
  • მაიკლ კელი, როგორც აგენტი ფულერი, FBI-ის აგენტი, რომელიც როდოსის თანაშემწეა.
  • ხოსე გარსია, როგორც ეტიენ ფორსიე, პარიზის კრედიტთა რესპუბლიკის ანგარიშის მფლობელი.
  • კაიტრიონა ბალფე ჟასმინ ტრესლერის როლში:არტურ ტრესლერის ახალგაზრდა ცოლი.
  • ელიას კოტეასი, როგორც ლიონელ შრიკი, ილუზიონისტი, რომელიც დაიხრჩო გაქცევის ილეთის შესრულებისას, ოცდაათი წლით ადრე. ფილმის ბოლოს ვიგებთ, რომ დილანი მისი ვაჟია.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 25 ოქტომბერს, Summit Entertainment– მა გამოაცხადა, რომ ახლა მხედავ გამოვიდოდა 2013 წლის 18 ივლისი.[1] 2011 წლის 3 ნოემბერს კომპანიამ გამოაქვეყნა სარეკლამო პოსტერი. [2]

2012 წლის 16 იანვარს, ლუიზიანაში, ახალ ორლეანში დაიწყო ძირითადი გადაღებები, რომელიც გაგრძელდა 2012 წლის 26 მარტამდე. [3] დამატებითი გადაღებები შედგა ნიუ-იორკში 13 თებერვალს [4] და ლას – ვეგასში, 2012 წლის 9 აპრილიდან ორი დღის განმავლობაში. [5]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური საუნდტრეკი, სახელწოდებით „Now You See Me", ფილმისთვის შექმნა ბრაიან ტაილერმა და გამოვიდა Glassnote Records– ის მიერ 2013 წლის 28 მაისს.[6] ფილმის საუნდტრეკი „Entertainment ", რომელიც შესრულდა ფრანგული როკ-ჯგუფ Phoenix- ის მიერ, ფილმის დასასრულს გაჟღერდა.

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოსავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმმა შენ ახლა მხედავ აშშ-სა და კანადაში გამოიმუშავა 117,7 მილიონი აშშ დოლარი, მსოფლიოს სხვა ნაწილებში კი - 234 მილიონი დოლარი, შედეგად ფილმის შემოსავალმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 351,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ფილმის ბიუჯეტი 75 მილიონი აშშ დოლარი იყო. [7]

ფილმი წარმატებული აღმოჩნდა და გამოსვლის კვირას, 29 350 389 აშშ დოლარი გამოიმუშავა, რითაც ის მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი იყო ფორსაჟი 6-ის შემდეგ. ივნისის ბოლოსთვის მან წარმოებაზე ორმაგი შემოსავალი დააგროვა. [7]

სხვა ტერიტორიებიდან უდიდესი ბაზრები იყო საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია, სადაც ფილმის შემოსავალმა შესაბამისად შეადგინა: 25,7 მილიონი, 22,9 მილიონი, 21,2 მილიონი, 17,1 მილიონი, 16,8 მილიონი და 16,1 მილიონი აშშ დოლარი. [8]

კრიტიკოსთა გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმმა ახლა მხედავ კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო. ყველაზე მეტად აკრიტიკებენ იმას, რომ დასასრულის გამო ფილმის ზოგიერთი ნაწილი გაუგებარი იყო. საპასუხოდ ზოგიერთი იძახდა, რომ ასე დასრულება საჭირო იყო მეორე ნაწილის გადასაღებად. [9] Rotten Tomatoes– ზე ფილმის მოწონების რეიტინგია 50%, 167 მიმოხილვის საფუძველზე, ხოლო მისი საშუალო ნიშანი არის 5,71 / 10.[10] Metacritic– ზე ფილმის ქულაა 50, 100 – დან, რომელიც ეფუძნება 35 კრიტიკოსის მიმოხილვას. [11] CinemaScore-ზე, სადაც გამოკითხვაში მონაწილეობას იღებს მაყურებელი, ფილმს „A-" შეფასება აქვსA +-დან F-მდე მაჩვენებლით.[12] პიტერ ჰამონდმა Movieline– დან დაწერა: „ფილმი საზაფხულო კინო მაგიაა, ის უფრო სახალისოა, ვიდრე ფილმები ოკეანის 11, 12 და 13 ერთად. თქვენ არ დაუჯერებთ თქვენს თვალებს - და ესაა მთავარი. " [13]

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოების ნომინაციები
ჯილდო ცერემონიის თარიღი კატეგორია მიმღები შედეგი Ref.
სახალხო არჩევანის ჯილდოები 2014 წლის 8 იანვარი საყვარელი თრილერის ჟანრის ფილმი ახლა მხედავ მოგებული [14]
Empire Awards 2014 წლის 30 მარტი საუკეთესო თრილერი ახლა მხედავ ნომინირებული
სატურნის ჯილდოები 2014 წლის 26 ივნისი საუკეთესო თრილერის ჟანრის ფილმი ახლა მხედავ ნომინირებული
საუკეთესო მუსიკა ბრაიან ტაილერი ნომინირებული [15]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lussier, Germain. (October 25, 2011) 'Ender's Game' Has A Release Date, So Does 'Red 2,' 'Now You See Me' And Others. Slashfilm.
  2. Chitwood, Adam. (November 3, 2011) First Synopsis and Promo Poster for NOW YOU SEE ME Starring Jesse Eisenberg and Woody Harrelson. Collider.
  3. On Location Vacations. Be on the lookout for Tom Cruise, Leonardo DiCaprio, Chris Evans, Tom Hanks, Jesse Eisenberg & more celebs filming in Louisianadate=December 21, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 20, 2020. ციტირების თარიღი: დეკემბერი 25, 2020.
  4. 'Now You See Me' filming in NYC tomorrow (February 13, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 20, 2020. ციტირების თარიღი: დეკემბერი 25, 2020.
  5. 'Now You See Me', starring Jesse Eisenberg & Woody Harrelson, is filming in Las Vegas next week (April 6, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 20, 2020. ციტირების თარიღი: დეკემბერი 25, 2020.
  6. Various Artists – Now You See Me [Original Motion Picture Soundtrack]. allmusic.com. ციტირების თარიღი: November 10, 2015.
  7. 7.0 7.1 Now You See Me (2013). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: November 3, 2016
  8. The Judge – International Box Office.
  9. Review: 'Now You See Me' Starring Jesse Eisenberg, Woody Harrelson, Isla Fisher & Mark Ruffalo | The Playlist. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 8, 2013. ციტირების თარიღი: June 2, 2013.
  10. Now You See Me. Metacritic. ციტირების თარიღი: November 25, 2014.
  11. Stewart, Andrew (June 2, 2013). 'Now You See Me' Pulls $28 Mil-Plus Rabbit, Beating 'After Earth' With $27 Mil“. Variety. ციტირების თარიღი: June 22, 2014.
  12. Now You See Me – Movie Review. https://www.youtube.com/watch?v=It1W1QYFur0. წაკითხვის თარიღი: May 30, 2013.
  13. Now You See Me (I) (2013) Awards. imdb.com. IMDb. ციტირების თარიღი: November 3, 2016.
  14. Johns, Nikara. (26 February 2014) ‘Gravity,’ ‘The Hobbit: The Desolation of Smaug’ Lead Saturn Awards Noms.