ისლა ფიშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ისლა ფიშერი
Isla Fisher 2013.jpg
ისლა ფიშერი 2013 წელს
დაბადების თარიღი 3 თებერვალი, 1976 (1976-02-03) (44 წლის)
მოქალაქეობა დასავლეთ ავსტრალიას დროშა დასავლეთი ავსტრალია
საქმიანობა მსახიობი

ისლა ფიშერი (დ. 3 თებერვალი, 1976)[1] — არის ავსტრალიელი მსახიობი და მწერალი. ისლამ კარიერა დაიწყო ავსტრალიის ტელევიზიაში. ფიშერის ოჯახი ომანიდან საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა მაშინ როდესაც ისლა 6 წლის იყო. ისლა ბავშვობის ასაკიდანვე მონაწილეობდა სატელევიზიო რეკლამებში. ახალგაზრდა ისლა ფიშერი გამოჩნდა ავსტრალიურ საპნის ოპერაში Home and Away სადაც ასრულებდა Shannon Reed-როლს, როლით რომელსაც ისლა 1994-დან 1997-მდე ასრულებდა მოახერხა რომ მოეპოვებინა Logie Awards -ის ჯილდო.

ფიშერმა წარმატებით მოახერხა გადასვლა ჰოლივუდში. ისლა გამოჩენდა ფილმში Scooby-Doo (2002), აღნიშნულმა ფილმა ისლას დიდი წარმატება მოუტანა, ამას მოჰყვა როლები ფილმებში: Wedding Crashers (2005), Hot Rod (2007), Confessions of a Shopaholic (2009), The Great Gatsby (2013), and Now You See Me (2013). I Heart Huckabees (2004), The Lookout (2007), Definitely, Maybe (2008), Burke & Hare (2010), Bachelorette (2012), Visions (2015), Grimsby, Nocturnal Animals, Keeping Up with the Joneses (2016 ), Tag (2018), Horton Hears a Who! (2008), Rango (2011), Rise of the Guardians (2012) და სერიალ Arrested Development-ში (2013, 2018)

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიშერი დაიბადა მუსკატში, ომანში, ელსსეთ რიდისა და ბრაიან ფიშერის ოჯახში, ისლას მშობლები შოტლანდიური წარმოშობის არიან [2]. ისლას მამა ისლას დაბადების დროისთვის ომანში ბანკირად მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში[3]. როდესაც ისლა ფიშერი ბავშვი იყო, ფიშერი და მისი ოჯახი საცხოვრებლად დაბრუნდნენ შოტლანდიაში მდებარე ქალაქ ბეტგეტში[4]. როდესაც ისლას 6 წელი შეუსრულდა ისლას ოჯახი საცხოვრებლად პერტში, დასავლეთ ავსტრალიაში გადავიდა[5]. ისლას ოთხი და-ძმა ჰყავს. ისლა თავს ფემინისტად მიიჩნევს. მისი დედა და და-ძმები ცხოვრობენ ათენში, საბერძნეთში, ხოლო მამამისი სამსახურის გამო ცხოვრობს ფრანკფურტში. ისლა ფიშერმა დაამთავრა Swanbourne-ის დაწყებით სკოლა . ბავშვობიდან ისლა წამყვან როლებს ასრულებდა სასკოლო სპექტაკლებში, სპეკტაკლებიდან გამორჩეულია როლი პიესაში Little Shop of Horrors .[6]

პერსონალური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიშერმა პირველად გაიცნო ბრიტანელი კომიკოსი საჩა ბარონ კოენი 2002 წელს, ავსტრალიაში სიდნეიში გამართულ წვეულებაზე[7]. ფიშერმა კოეინთან ურთიერთობა 2004 წელს დაიწყო და 6 წლის შემდეგ 2010 წლის 15 მარტს წყვილი დაქორწინდა საფრანგეთში პარიზში[8][9][10]. წყვილს სამი შვილი ჰყავს, დაბადებულნი 2007, 2011 და 2015 წლებში. ახლა ოჯახი ისლას კარიერის გამო ცხოვრობს ლონდონში და ლოს ანჯელესში.[11][12]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ დაქორწინდებოდნენ ფიშერი და კოენი, ფიშერმა მიიღო იუდაიზმი. ისლა ფიშერი რამდენიმე წლის მანძილზე სწავლობდა იუდაიზმის, საბოლოოდ 2007 წელს დაამთავრა. და მან მიიღო ებრაული სახელი აიალა (איילה).[13]

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის დეკემბერში ფიშერმა და მისმა მეუღლემ ბარონ კოენმა ქველმოქმედებაში გაიღეს 500,000 აშშ დოლარი ბავშვების გადასარჩენად,ასევე წყვილი დახმარებას უწევდა ჩრდილოეთ სირიაში ბავშვების ვაქცინების დამზადებას წითურას საწინააღმდეგოდ, და იგივე თანხა გაიღეს სირიელი ლტოლვილების დახმარებისთვის[14][15][16].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Isla Fisher Biography (1976–). ციტირების თარიღი: 23 October 2012.
  2. Marcie Muir, Kerry White (1992). Australian Children's Books: 1989–2000. Melbourne University Publishing. 
  3. Oman-born actress, spouse donate $1 million for Syrian children English (2015-12-28). ციტირების თარიღი: 2020-02-27
  4. Isla Fisher maintains she is not a shopaholic , STV Video. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 December 2009. ციტირების თარიღი: 6 May 2010.
  5. Roberts, Sheila. “Isla Fisher Interview, The Lookout“, MoviesOnline, 25 March 2007. ციტირების თარიღი: 26 March 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან - 30 September 2007. 
  6. The Vanities Girls“, Vanity Fair, 1 March 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 June 2014. 
  7. Buzz: Sacha Baron Cohen and Isla Fisher Wed. People (22 March 2010). ციტირების თარიღი: 18 November 2019.
  8. Baby Borat's Beverly Hills Outing (22 November 2007). ციტირების თარიღი: 18 November 2019.
  9. Revealed! Find Out The Name of Isla Fisher's Baby. Us Weekly (10 March 2011). ციტირების თარიღი: 3 September 2012.
  10. Sacha Baron Cohen & Isla Fisher Holy Moses It's A Boy!!. TMZ (16 April 2015). ციტირების თარიღი: 16 April 2015.
  11. Isla Fisher's My London.
  12. David, Mark. (26 July 2010) Sacha Baron Cohen Lists and Goes Big In Los Angeles.
  13. Hellard, Peta. “Isla Fisher's pregnant pause“, 3 September 2007. ციტირების თარიღი: 18 February 2008. 
  14. Sacha Baron Cohen donates £670,000 for Syria. BBC. Retrieved 29 December 2015
  15. Sacha Baron Cohen, Isla Fisher donate $1 million for Syrian refugees.
  16. Sacha Baron Cohen And Isla Fisher Have Donated $1 Million To Syrian Refugee Children (28 December 2015).