ახლა მხედავ 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ახლა მხედავ 2
ინგლ. Now You See Me 2
ჟანრი მძაფრ-სიუჟეტიანი
თრილერი
რეჟისორი ჯონ ჩუ
პროდიუსერი

ალექს კურცმენი
რობერტ ორქი

ბობი კოჰენი
როლებში
კომპოზიტორი ბრაიან ტაილერი
მწარმოებელი კომპანია

Summit Entertainment TIK Films

K/O Paper Products
დისტრიბუტორი Lionsgate Films
გამოსვლის თარიღი

6 ივნისი, 2016 (ნიუ-იორკი)

10 ივნისი, 2016 (აშშ)
ხანგრძლივობა 129 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 71.4 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 334.9 მილიონი აშშ დოლარი

ახლა მხედავ 2 (ინგლ. Now You See Me 2; ასევე ცნობილი, როგორც ახლა მხედავ: აქტი მეორე) — 2016 წლის ამერიკული მძაფრ-სიუჟეტიანი თრილერის ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია ჯონ ჩუ, ხოლო სცენარის ავტორი ედ სოლომონი. ფილმი არის 2013 წლის ფილმის „ ახლა მხედავ“ გაგრძელება და „ახლა მხედავ" სერიების მეორე ნაწილი. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: ჯესი ეიზენბერგი, მარკ რუფალო, ვუდი ჰარელსონი, დეივ ფრანკო, დენიელ რედკლიფი, ლიზი კაპლანი, ჯეი ჩოუ, სანაა ლათანი, მაიკლ კეინი და მორგან ფრიმენი. ფილმის სიუჟეტი მიჰყვება ოთხ მხედარს და მათი ლიდერის, დილან როდსის ისტორიას, რომლებიც ჩიპის მოპარვას ცდილობენ.

2013 წლის 3 ივლისს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ფილმი დამუშავების პროცესში იყო. გადაღებები 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2015 წლის მაისამდე გაგრძელდა. ფილმი გამოვიდა 2016 წლის 10 ივნისს, კომპანია Lionsgate-ის მიერ. ფილმს კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, მაგრამ თანხის მხრივ მომგებიანი აღმოჩნდა. მან მსოფლიოს მასშტაბით 334 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

სამსახიობო ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯესი ეიზენბერგი - დანიელ „დენი" ატლასი: ოთხი მხედრის წევრი.
  • მარკ რუფალო როგორც დილან როდოსი: FBI-ის ყოფილი აგენტი, ოთხი მხედრის ლიდერი და ილუზიონისტი ლიონელ შრაიკის ვაჟი.
  • ვუდი ჰარელსონი მერიტ მაკკინის / ჩეის მაკკინის როლში: ოთხი მხედრის წევრი და ჰიპნოტიკოსი.[1]
  • დეივ ფრანკო, როგორც ჯეკ უაილდერი: ილუზიონისტი, რომელიც ბარათებით ფოკუსების ეკსპერტია, ასევე ოთხი მხედრის წევრი
  • დენიელ რედკლიფი, როგორც უალტერ მაბრი: არტურ რესლერის უკანონო შვილი და ახალგაზრდა ტექნოლოგიების ექსპერტი.
  • ლიზი კაპლანი, როგორც ლუნა მეი: ოთხი მხედრის ახალი წევრი, რომელმაც ჰენლი ჩაანაცვლა.[2]
  • მორგან ფრიმენი, როგორც თადეუს ბრედლი: ილუზიონისტი, სხვა ილუზიონისტების საიდუმლეოებების გამომჟღავნებელი. ის ასევე არის თვალის გრანდმასტერი და ლიონელ შრაიკის მეგობარი.
  • ჯეი ჩიუ, როგორც ლი: მაკაოში მაგიური მაღაზიის მფლობელი.
  • სანაა ლათანი, როგორც FBI-ის წამომადგენელი ნატალი ოსტინი: ადამიანი, რომელიც როუდს გამოიჭერს მხედრების დახმარებაში
  • მიჩაელ კაინი, როგორც არტურ ტრესლერი: ოთი მხედრის ყოფილი სპონსორი, რომელსაც სურს რომ საკუთარი რეპუტაციისა და ფულის დაკარგვის გამო შური იძიოს
  • ჰენრი ლოიდ-ჰიუჯსი, როგორც ალენ სკოტ-ფრანკი: მაკაოს სამეცნიერო ცენტრის დირექტორი და თვალის წევრი
  • ბენ ლამბი, როგორ ოუენ ქეისი: უოლტერის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი
  • დავიდ ვარშოფსკი, როგორც ფედერალური ბიუროს აგენტი ქოუენი
  • ცაი ჩინი, როგორც ბუ ბუ: ლის ბაბუა, რომელიც მაკაოს მაგიური მაღაზიის მეპატრონეა

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 3 ივლისს, პირველი ფილმის მაღალშემოსავილიანიბის გამო, Lions Gate Entertainment- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ფელტჰაიმერმა დაადასტურა, რომ ფილმის გაგრძელება გამოვიდოდა. მისი წარმოება 2014 წელს დაიწყო.[3] 2014 წლის სექტემბერში დადასტურდა, რომ ჯონ ჩუ შეცვლიდა რეჟისორ ლუი ლეტერიერს.[4] 2014 წლის 2 ოქტომბერს, მაიკლ კეინმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ დენიელ რედკლიფი თამაშობდა თავის შვილის როლს ფილმში და სავარაუდოდ, დეკემბერში გადაღებები დაიწყებოდა ლონდონში. [5] ფილმი წარმოებულია Summit Entertainment-ისა და K / O Paper Products-ის დახმარებით.[6] 2014 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ისლა ფიშერი ორსულობის გამო ვერ შეძლებდა ჰენლი რივზის როლის შესრულებას, ხოლო ლიზი კაპლანი ახალი პერსონაჟს, ლულას განასახიერებდა, რომელიც ახალი მხედარი იქნებოდა. [7] [8] ფიქრობდნენ, რომ გაგრძელებას სათაური იქნებოდა ახლა მხედავ: ახლა ვეღარ, [9] მაგრამ 2014 წლის ნოემბერში ფილმის სახელწოდება შეიცვალა და გახდა ახლა მხედავ: აქტი მეორე. [10] [11] 2015 წლის 28 იანვარს, ჰენრი ლოიდ-ჰიუზმა დაადასტურა, რომ ფილმში მონაწილეობას მიიღებდა.[12] 2014 წლის 22 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მორგან ფრიმენი არ აპირებდა თადეუს ბრედლის როლის შესრულებას [13] მაგრამ 2015 წლის 19 იანვარს კინორეჟისორმა ჩუმ განათავსა სელფი ფრიმენთან ერთად თავის ინსტაგრამზე, რითაც დაადასტურა რომ ფრიმენი ფილმში მონაწილეობას კიდევ მიიღებდა.[14]

გადაღებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 25 ნოემბერს, მარკ რუფალომ Facebook- ზე გამოაქვეყნა, რომ ფილმის გადაღებები დაიწყო [15]ლონდონში, ინგლისში. [7] 2015 წლის 11 მარტს დაიწყო გადაღებები ჩინეთში, კონკრეტულად კი მაკაოსა და მაკაოს სამეცნიერო ცენტრში და დასრულდა 2015 წლის 12 მაისს ნიუ-იორკში.[16]

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის მუსიკა დაწერა და შექმნა კომპოზიტორმა ბრაიან ტაილერმა . საუნდტრეკი გამოვიდა Varèse Sarabande- ს მიერ 2016 წლის 10 ივნისს.

ფილმის გამოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის ნოემბერში ფილმს ოფიციალურად დაექვა ახლა მხედავ 2 და გამოვიდა 2016 წლის 10 ივნისს. [15] [4] 2016 წლის მარტში გამოცხადდა ფილმის საერთაშორისო გამოსვლის თარიღი, 2016 წლის 4 ივლისი.

ახლა მხედავ 2 გამოვიდა Digital HD- ზე 19 აგვისტოს, ხოლო Blu-ray-ის Combo Pack-სა და DVD-ზე გამოვიდა 6 სექტემბერს. [17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Zwecker, Bill (June 6, 2016). "Harrelson creates very different twins in 'Now You See Me 2'". Chicago Sun Times. Retrieved December 16, 2016.
  2. D'Alessandro, Anthony (November 20, 2014). "Sanaa Lathan To Arrest Tricksters In 'Now You See Me 2'". Deadline Hollywood. Retrieved November 25, 2014.
  3. Brew, Simon. (August 13, 2013) 'Now You See Me' to get sequel. Den of Geek. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 21, 2018. ციტირების თარიღი: September 10, 2014.
  4. 4.0 4.1 Lionsgate Sets Dates for Now You See Me 2 and Dirty Grandpa. ComingSoon.net (September 9, 2014). ციტირების თარიღი: September 10, 2014.
  5. Daniel Radcliffe to Play Michael Caine's Son in NOW YOU SEE ME 2 (October 2, 2014). ციტირების თარიღი: October 2, 2014.
  6. Film Briefs: Weinsteins Will Distribute Quentin Tarantino's 'Hateful Eight' Worldwide; Lionsgate, eOne Expand Joint Agreement. Deadline Hollywood (September 3, 2014). ციტირების თარიღი: 25 November 2014.
  7. 7.0 7.1 Peter Sciretta. (November 4, 2014) Now You See Me 2 Cast And Plot Revealed. ციტირების თარიღი: November 25, 2014.
  8. Lily Aria. (November 13, 2014) 'Now You See Me 2' Release Date, Updates And News: Officially Titled 'Now You See Me: Now You Don't;' Plot Revealed, Confirmed New Cast Includes Daniel Radcliffe, Lizzy Caplan And Jay Chou. Franchise Herald. ციტირების თარიღი: November 25, 2014.
  9. Now You See Me 2 trailer: Jon M. Chu answers questions.
  10. Adam Chitwood. (November 25, 2014) NOW YOU SEE ME 2 Title Revealed. Collider. ციტირების თარიღი: November 26, 2014.
  11. H. Shaw-Williams. 'Now You See Me 2′ Official Title Revealed. Screen Rant. ციტირების თარიღი: November 26, 2014.
  12. Tartaglione, Nancy (January 28, 2015). „Henry Lloyd-Hughes Conjures Role In 'Now You See Me: The Second Act'. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: January 29, 2015.
  13. Aria, Lily. (22 December 2014) Official Title For 'Now You See Me' Sequel Revealed: 'Now You See Me 2: The Second Act' Release Date Set For 2016; Cast Details And Plot Unleashead. ციტირების თარიღი: 12 February 2015.
  14. Gill, James (20 January 2015). „First look at Daniel Radcliffe in magic heist Now You See Me 2“. Radio Times. ციტირების თარიღი: 16 February 2015.
  15. 15.0 15.1 And so it begins... Now You See Me...again.. Mark Ruffalo's Verified Facebook. ციტირების თარიღი: November 25, 2014.
  16. „Daniel Radcliffe Filming a new Project“. the-leaky-cauldron.org. March 11, 2015. ციტირების თარიღი: March 14, 2015.
  17. Alexander, Jim. Now You See Me 2 Home Release Date Announcement. The Movie Blog. ციტირების თარიღი: November 2, 2016.