კეიტრიონა ბალფე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კეიტრიონა ბალფე
Outlander premiere episode screening at 92nd Street Y in New York OLNY 091 (14851934923) crop.jpg
კეიტრიონა ბალფე 2013 წელს
დაბადების თარიღი 4 ოქტომბერი, 1979 (1979-10-04) (41 წლის)
მოქალაქეობა ირლანდიის დროშა ირლანდია
საქმიანობა მსახიობი

კეიტრიონა ბალფე (დ. 4 ოქტომბერი, 1979)[1]ირლანდიელი მსახიობი, პროდიუსერი და ყოფილი მოდელი. იგი ყველაზე ცნობილია კლეერ ფრეიზერის როლით Starz-ის პლათფორმისთვის გადაღებულ დრამატულ სერიალში Outlander, ამ როლით კეიტრიონამ მოიპოვა ორი People's Choice Awards-ის ჯილდო და ორი Irish Film and Television Award-ის პრემია და ასევე მოიპოვა ოთხი ოქროს გლობუსის პრემია ნომინაციაში Best Actress in a Television Series – Drama.

1999 წელს დუბლინის ტექნოლოგიის ინსტიტუტში დრამის სწავლისას, ბალფს შესთავაზეს მუშაობა, სამოდელო სააგენტოში პარიზში.ბალფე გამოჩნდა სარეკლამო კამპანიებში ისეთი ბრენდებისთვის , როგორიცაა Dolce & Gabbana, Roberto Callalli, Max Mara, Bottega Veneta და Oscar de la Renta, 10 წლის განმავლობაში, ბალფე იყო მოდელი იქამდე სანამ მსახიობობას გადაწყვეტდა. ბალფე გამოჩნდა მრავალ ფილმებში, მათ შორის Super 8, Now You See Me, Escape Plan, Money Monster და Ford v Ferrari და წამყვანი როლები შეასრულა The Beauty Inside, Crush and H +: The Digital სერიებში.

სამოდელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალფემ მოდელირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აგენტმა შენიშნა მაშინ, როდესაც ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში ქველმოქმედებისთვის ფულს აგროვებდა[2]. 18 წლის ასაკში, დუბლინში, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, მან მიიპყრო Ford Models- ის ყურადღება, კომპანიამ ბალფეს შეესთავაზა სამუშაო პარიზში. ბალფეს ჩვენებები მოიცავს პოზიორობას Chanel- ის, Moschino- ის, Givenchy- ს, Dolce & Gabbana- ს, Alberta Ferretti- ს და Louis Vuitton- ის შოუებში.[3][4][5][6]

ბალფე მონაწილეობდა Dolce & Gabban-ს თოთხმეტ მოდის ჩვენებაში, ცხრა Chanel-ის ჩვენებაში, შვიდ-შვიდ Marc Jacobs, Narciso Rodriguez და Moschino-ის ჩვენებებში, ხუთ-ხუთ Armani, Roberto Cavalli, Max Mara, Ann Demeulemeester და Louis Vuitton-ის ჩვენებებში, ოთხ-ოთხ Givenchy, Oscar de la Renta, Missoni, Bottega Veneta, Burberry, Alberta Ferretti, Alexander McQueen და Emanuel Ungaro-ის ჩვენებებში, სამ-სამ Rochas, Christian Lacroix, Cacharel, Sonia Rykiel, და Kenzo-ის ჩვენებებში. ბალფეს ჩვენებებიდან გამოსარჩევია Calvin Klein, Levi’s, Max Mara, Oscar de la Renta, Bally, Dolce & Gabbana, Moschino, Costume National, Escada, Bottega Veneta, Hush Puppies, Mango, Neiman Marcus, BCBG Max Azria, Blumarine, Dries Van Noten, Wella, Roberto Cavalli, Victoria’s Secret, და H&M-სთვის.[7][8][9]

სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობდა ბრენდებისთვის როგორიცაა Anna Molinari, Balenciaga, Céline, Chloé, Christian Dior, DKNY, Emilio Pucci, Fendi, Gianfranco Ferré, Hugo Boss, Issey Miyake, Jil Sander, Lanvin, Loewe, Michael Kors, Miu Miu, Paco Rabanne, Perry Ellis, Salvatore Ferragamo, Stella McCartney, Valentino, Viktor & Rolf, და Yohji Yamamoto.[10]

მილანის 2002-2003 წლის მოდის სესიებზე ბალფემ გამოიმუშავა 300 000$ დოლარი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალფე დაიბადა დუბლინში, ირლანდიაში, და გაიზარდა მონაჰანის მახლობლად, სოფელ ტიდავანეთში, შვიდ სულიან ოჯახში[11]. ბალფეს მამა გადამდგარი სერჟანტია[12].

2014 წლის მდგომარეობით, ბალფე ცხოვრობდა გლაზგოში[13], როდესაც მან დაიწყო მსახიობობა პროფესიონალურ დონეზე ბალფე ცხოვრობდა ლოს ანჯელესში, მაშინ როდესაც მოდელად მუშაობდა ცხოვრობდა ნიუ-იორკში, პარიზში, ლონდონში, მილანში, ჰამბურგში და ტოკიოში. ინგლისურის გარდა, ბალფე ირლანდიურ და ფრანგულად ენებზე საუბრობს.[14]

ბალფე არის არის საქველმოქმედო ორგანიზაცია World Child Cancer- ის მფარველი. 2018 წლის აპრილში ბალფემ გაირბინა საქველმოქმედო მარათონზე ლონდონში ორგანიზაციისთვის ფულის შეგროვებისთვის.[15]

ბალფე დაქორწინდა McGill-ზე მუსიკალურ პროდიუსერზე 2019 წელს.[16]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 'Outlander': Sam Heughan teases Caitriona Balfe on her 39th birthday. upi.com.
  2. A model life. Politico (17 May 2006). ციტირების თარიღი: 29 November 2017.
  3. Chanel AW 2002 Haute Couture. Vogue (3 July 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 29 November 2017.
  4. Givenchy AW 2002 Haute Couture. Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 29 November 2017.
  5. Moschino Cheap & Chic Spring 2004. ELLE (13 June 2012). ციტირების თარიღი: 29 November 2017.
  6. Dolce & Gabbana Resort 2008. Vogue. ციტირების თარიღი: 29 November 2017.
  7. The Model Scouts Ep 2. RTÉ Television (9 November 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 October 2014. ციტირების თარიღი: 8 October 2014.
  8. How To Be A Supermodel. Irish Independent (11 April 2009). ციტირების თარიღი: 29 November 2017.
  9. Philosophy di Alberta Ferretti Fall 2003. Livingly. ციტირების თარიღი: 29 November 2017.
  10. €240,000 Of Lost Wages In Italy And A Year To Pay In LA. Model Alliance. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 November 2014. ციტირების თარიღი: 11 November 2014.
  11. „Dublin-born Caitriona Balfe could be the new face of Moschino“. Vogue UK. 9 January 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 29 November 2017.
  12. Monaghan native Caitriona Balfe tells why she made the right move. Irish Independent. ციტირების თარიღი: 10 November 2014.
  13. Jae-Ha Kim (16 September 2014). „Go Away With ... Caitriona Balfe“. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: 29 November 2017.
  14. Kimberly Roots (30 May 2015). „Outlander Boss on Jamie's [Spoiler], Season 2 in France and Why [Spoiler] Went Full-Frontal in the Finale“. TVLine. ციტირების თარიღი: 29 November 2017.
  15. Bernadette Giacomazzo (7 September 2016). „Outlander Season 3 News: Caitriona Balfe's Proud Patronage Of World Child Cancer“. Inquisitr. ციტირების თარიღი: 29 November 2017.
  16. Outlander Star Caitriona Balfe Marries Music Producer Tony McGill in England, Sources Say. People. ციტირების თარიღი: 15 August 2019.