ახალსოფლის პირველი ეკლესია
იერსახე
ახალსოფლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მკვიდრ კ. დავითაიშვილის მიწის ნაკვეთზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (4,9x3,3 მ) ნაგებია ყორე ქვითა და კირის ხსნარით. დაზიანებულია: ჩაქცეულია გადახურვა, კედლები დარბაზულია, ზედა ნაწილში - მორღვეული. შესასვლელი დასავლეთითაა. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ წირთხლი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. რომლის ღერძზე სარკმლის კვალია შემორჩენილი. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში მოწყობილია ორი ფართო ნიშა. სამხრეთისაში ერთი. აფსიდის მხრებზე სატრიუმფო თაღის ქუსლებია შემორჩენილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიკაჩეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 355.