არსენ ბერი
არსენ ბერი — XI საუკუნის II ნახევრის და XII საუკუნის I ნახევრის საქართველოს საეკლესიო მოღვაწე, მწერალი.
დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი. მოღვაწეობდა შიომღვიმის ლავრაში. ლავრის აშენება-განახლება არსენ ბერის ზედამხედნელობით მომხდარა. მასვე დაუდგენია ლავრისათვის სამონასტრო წესი და განგება. არსენ ბერის კალამს ეკუთვნის დავით აღმაშენებლის ხოტბა „მეფესა დავითს მონაზონი არსენი“. მასვე მიეწერება რუისურბნისის კრების ძეგლისწერისა და დავით აღმაშენებლის ორი ანდერძის შედგენა, ნინოს ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია, ანდრია კრეტელის დიდი კანონის თარგმანი. მკვლევართა აზრით (ს. კაკაბაძე, კ. კეკელიძე), არსენ ბერი უნდა იყოს დავით აღმაშენებლის მემატიანე-ისტორიკოსი, ავტორი თხზულება „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“. ზოგიერთი მკვლევარი (თედო ჟორდანია, ზ. ჭიჭინაძე, ა. ხახანაშვილი, ი. ლოლაშვილი) არსენ ბერს არსენ იყალთოელად მიიჩნევს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრიგოლია კ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 585.