ივანე ლოლაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლოლაშვილი.

ივანე ალექსანდრეს ძე ლოლაშვილი (დ. 26 დეკემბერი, 1918, სიღნაღი, რუსეთის იმპერია — გ. 20 მაისი, 1984, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1973).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი. იკვლევდა V-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურისა და ფილოსოფიის აზრის ისტორიულ საკითხებს. ლოლაშვილის ძირითადი ნაშრომებია „რუსთაველი და თამარის ისტორიკოსთა ვინაობის პრობლემა“ (1961); „ძველი ქართველი მეხოტბენი“ (I–II, 1957–64); „არეოპაგიტიკის პრობლემები“ (1972); „ფსევდოდიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა ქართულ და ევროპულ მეცნიერებაში“ (1973); „არსენ იყალთოელი“ (1978). „თამარ მეფის აკლდამა გელათში“ (1971) და სხვ. 1968 წელს გამოსცა იოანე პეტრიწის „სათნოებათა კიბე“ ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუტიბაშვილი ზ., ივანე ლოლაშვილი, თბ., 1992.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]