არესიბოს გზავნილი
არესიბოს გზავნილი — რადიოსიგნალი, რომელიც გაიგზავნა 1974 წლის 16 ნოემბერს არესიბოს ობსერვატორიიდან (პუერტო-რიკო[1][2]) ვარსკვლავების წრიული გროვისაკენ სახელად M13[3], რომელიც მდებარეობს დედამიწიდან 25000 სინათლის წლის მანძილზე, ჰერკულესის თანავარსკვლავედში. გზავნილი გრძელდება 169 წამს[4], ტალღის სიგრძეა 12,6 სმ. ეს განხორციელდა ძლიერი რადიოტელესკოპის გახსნის პატივსაცემად.
თავად გზავნილი შეადგინა ფრენკ დრეიკმა და კარმ სეიგანმა. მისი სიგრძეა 1679 ციფრი.
ზევიდან ქვევით გზავნილში გამოსახულია:
- ციფრები ერთიდან ათამდე ორობით სისტემაში.
- ქიმიური ელემენტების ატომური ნომრები (პროტონების რიცხვი ატომის ბირთვში): წყალბადი, ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი და ფოსფორი.
- დნმ-ის ნუკლეოტიდების მოლეკულური ფორმულები (დეზოქსირიბოზა, ფოსფატი და აზოტოვანი ფუძე).
- ნუკლეოტიდების წყვილთა რიცხვი ადამიანის გენომში და დნმ-ის მოლეკულის ფორმა.
- ინფორმაცია ადამიანსა და კაცობრიობაზე.
- ინფორმაცია მზის სისტემაზე.
- არესიბოს რადიოტელესკოპი და გადამცემი ანტენის ზომები.
რადგან გზავნილს მისაღწევად დასჭირდება 25000 წელიწადი და ნებისმიერი სახის პასუხსაც 25000 წელიწადი, იგი უფრო ითვლება კაცობრიობის მიღწევად, ვიდრე კონტაქტში შესვლის რეალურ მცდელობად. არესიბოს გზავნილამდე 12 წლით ადრე სსრკ-დან გაიგზავნა ვენერასკენ რადიოსიგნალი "მშვიდობა", "ლენინი", "სსრკ".
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cornell News: It's the 25th anniversary of Earth's first (and only) attempt to phone E.T. (Nov 12, 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-02. ციტირების თარიღი: 2008-03-29.
- ↑ Johnson, Steven (28 June 2017). „Greetings, E.T. (Please Don’t Murder Us.)“. New York Times. ციტირების თარიღი: 28 June 2017.
- ↑ Larry Klaes. (2005-11-30) Making Contact. Ithaca Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-07. ციტირების თარიღი: 2007-07-27.
- ↑ Jay M. Pasachoff. Chapter 20: Life in the Universe. Williams.edu. ციტირების თარიღი: 2007-05-05.