დეზოქსირიბოზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დეზოქსირიბოზა

დეზოქსირიბოზა C5H10O4 — ნახშირწყალი, ალდოპენტოზა: მონოსაქარიდი, რომელიც შეიცავს ნახშირბადის ხუთ ატომსა და ალდეჰიდის ჯგუფს ხაზოვან სტრუქტურაში. ეს დეზოქსიშაქარი წარმოქმნილია რიბოზისგან, სადაც ნახშირბადის მეორე ატომის ჰიდროქსილური ჯგუფი ჩანაცვლებულია წყალბადით, რის გამოც დაკარგულია ჟანგბადის ატომი (დეზოქსი — ჟანგბადის ატომის ნაკლებობა). ქიმიური ფორმულა 1929 წელს აღმოაჩინა ფიბუს ლივენმა (ინგლ. Phoebus Levene).