არამ ასატრიანი
არამ ასატრიანი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 3 მარტი, 1953 |
დაბ. ადგილი | ვაღარშაპატი |
გარდ. თარიღი | 7 ნოემბერი, 2006 (53 წლის) |
გარდ. ადგილი | ოშაკანი |
დასაფლავებულია | ვაღარშაპატი |
არამ ასატრიანი (სომხ. Արամ Ասատրյան; დ. 3 მარტი, 1953, ვაღარშაპატი, სომხეთი — გ. 7 ნოემბერი, 2006, ოშაკანი) — სომეხი მომღერალი, სომხური პოპისა და რაბისის მუსიკების ტექსტის მწერალი; ცნობილია თავისი ენერგიული კონცერტებით.[1][2]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასატრიანი ბავშვობიდან მოყოლებული აღიარებული იყო როგორც არაჩვეულებრივი მუსიკოსი. 1985 წელს ასატრიანმა ჩამოაყალიბა საკუთარი ჯგუფი. გვიან ცხოვრებაში მან პოპულარობა მოიპოვა თავისი მკაფიო ხმითა და მუსიკალური სტილით; იგი პოპულარობით სარგებლობდა როგორც სომხეთში, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში, განსაკუთრებით სომხურ დიასპორაში. ასათრიანს უყვარდა მუშაობა და მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა მუსიკას. იგი უახლოვდებოდა პოზიტიურ საკითხებს და საკუთარ თავში დაწმუნებული იყო. მის სიმღერებში გამოხატულია მისი სიყვარული როგორც თავისი ქვეყნის, სომეხი ხალხის, ისევე როგორც სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ. მთიანი ყარაბაღის ომის დროს მან შეასრულა სიმღერები ჯარისკაცებისთვის და ზოგადად სომეხებისთვის, რათა განეხორციელებინათ მორალური მხარდაჭერა.
ასტრიანი მრავალ კოცერტს მართავდა საერთაშორისო მასშტაბით (აზია, ევროპა, რუსეთი, შუა აღმოსავლეთი); მრავალ კონცერტს ატარებდა სომხეთის სხვადასხვა ქალაქში. მან დაწერა 500-ზე მეტი სიმღერა; იგი მუდმივად ატარებდა მსოფლიო ტურებს. მთელი ცხოვრების განმავლობაში მიღებული აქვს მრავალი ჯილო; მათ შორისაა "გუსანი", რომელიც მას 2003 წლის 18 აპრილს, სომხეთის კულტურული მუსიკის მინისტრმა მიანიჭა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არამ ასტარიანი დაიბადა ვაღარშაპატში, სომხეთში. მისი შობლები იყვნენ ჰაპეტ ასატრიანი და აშკენ მამპრეიანი. იგი დაიბადა ლტოლვილ ოჯახში.
სიკვდილამდე იგი შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. მას სჯეროდა, რომ მუსიკა თაობიდან თაობას გადაეცემა. მისი ვაჟი, სეთრაკი (სეთო) გარდაიცვალა ტრაგიკულ საავტომობილო ავარიაში, არამის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე; ამ ფაქტმა არამ ასატრიანი მწუხარებაში ჩააგდო.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არამ ასატრიანი გარდაიცვალა 2006 წლის 7 ნოემბერს, ოშაკანში, არაგაწოტნის პროვინციაში, სომხეთში, გულის შეტევით.
გარდაიცვალა ნათესავებით გარშემოტყმულ ადგილში; მისმა გარდაცვალებამ გულშემატკივრები ძალიან დაამწუხრა, რადგან იგი თანამედროვე სომხური პოპ მუსიკაის ერთ-ერთ დიდ წარმომადგენლად ითვლებოდა და მას "ჰაიასტანის ხმას" უწოდებდნენ. ასატრიანების მთელი ოჯახი მიიჩნევა პოსტ-საბჭოთა სომხეთის პოპ მუსიკის უმთავრეს წვლილის შემტანად.
მისი ვაჟები, ტიგრან და არტაშ ასატრიანები, და მისი შვილიშვილი გრიშა ასატრიანი, როგორც პოპულარული სომეხი მუსიკოსები, მამის კვალს მიჰყვებიან
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Aram Asatryan - Aram Asatryan Online Music Playlist
- Death დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine.
- a1plus death report დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine.
- არამ ასატრიანი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Aram Asatryan Music Videos დაარქივებული 2021-03-01 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ de la Bretèque, Estelle Amy; Stoichita, Victor Alexandre (17 January 2012) Musicians of the New Times: Romanian Manele and Armenian Rabiz as Icons of Post-Communist Changes (The Balkans and Caucasus: Parallel Processes on the Opposite Sides of the Black Sea). United Kingdom: Cambridge Scholars Publishing, გვ. 321. ISBN 978-1-4438-3652-4. ციტირების თარიღი: 19 September 2019.
- ↑ Gevorgyan, Siranouish; Grigoryan, Marianna. "King of Rabiz" Dies: Heart attack claims Aram Asatryan during celebration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 19 September 2019.