რაბისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რაბისი ან რაბიზი (რუს. Рабиз / рабис, შემოკლ. „РАБотники ИСкусства“ — ხელოვნების მუშაკები) — სომხური ქალაქური სიმღერის თანამედროვე მიმდინარეობა, თანმდევი ცხოვრების წესით.[1] სახელი მომდინარეობს ამავე სახელწოდების საბჭოთა ორგანიზაციიდან, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ იმ დროის ხალხური მელოდიების შემსრულებლები.

1970-1980-იან წლებში ეს სახელი გაიგივებული გახდა სომხურ ქალაქურ რომანსებთან, სუფრის და სამგლოვიარო სიმღერებთან, რომლებსაც თვითშემოქმედი ან ნახევრადპროფესიონალი მუსიკოსები ასრულებდნენ. 1990-იან წლებში რაბისი უკვე ყველაზე გავრცელებული ჟანრი გახდა მთელ სომხეთში, რასაც თან სდევდა შესაბამისი ქცევის სტილიც, რომელსაც მკვეთრად უარყოფითად ეკიდებოდა სომხური ინტელიგენცია. სტილისთვის დამახასიათებელი გახდა სპეციფიკური ჟარგონი, გამონათქვამები, გამოკვეთილი „მაფიოზური“ ჩაცმის სტილი, გამომწვევი ქცევა, რომელშიც ჩართული იყო ტრადიციონალიზმისა და რასიზმის ზოგიერთი ელემენტი.

რაბისის სტილის მუსიკის ზოგიერთ ცნობილ შემსრულებელთა შორის იყვნენ არამ ასატრიანი, ალიკ გიუნაშიანი, ტატულ ავოიანი, სიტაკცი აიკო, კარენ არუტიუნიანი, ძახ არუტი, პოლ ბაგდადლიანი, მანუელ მენენგეჩიანი და სხვა. ამ სტილის ყველაზე განთქმულ სიმღერათა შორისაა არამ ასატრიანის „Ара, вай, вай“, „50 лет“, „Эй капитан“, „Скрипка“, ასევე „Я — армянин“, „Балес“, კარენ არუთიუნიანის „Степанакерт“, ბოკას „Доля воровская“, ტატის „Солнце пустыни“.

ამ სტილის სიმღერები შესრულებული აქვთ ასევე ლუბოვ უსპენსკაიას, ანატოლი დნეპროვსა და სოსო პავლიაშვილს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dominique Auzias et Jean-Paul Labourdette, Arménie, Le Petit Futé, coll. « Country guide », Paris, 2009 ISBN 978-2746925342, p. 32.