შინაარსზე გადასვლა

აჟარის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჟარის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
ადმ. ცენტრი ცენტრალური აჟარა
კოორდინატები 43°06′23″ ჩ. გ. 41°44′08″ ა. გ. / 43.106417° ჩ. გ. 41.735556° ა. გ. / 43.106417; 41.735556
დაარსდა 2006
ფართობი 2540 კმ²
მოსახლეობა 1500 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
ოფიციალური საიტი zemoapkhazeti.ge
300
300
აჟარის მუნიციპალიტეტი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აჟარის მუნიციპალიტეტი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიმუნიციპალიტეტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ადმინისტრაციული ცენტრი — სოფელი ცენტრალური აჟარა.[1] მდებარეობს კოდორის ხეობაში.

2008 წლამდე აჟარის მუნიციპალიტეტი იყო საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი ტერიტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში. 2000-იან წლებში ამ ტერიტორიის აღსანიშნად გაჩნდა ტერმინი ზემო აფხაზეთი. 2006 წელს შეიქმნა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი. მისი მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 1500 ადამიანს. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[2].მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია დროებით განთავსებულია თბილისში.

ტერიტორიული ერთეულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში შემდეგი ტერიტორიული ერთეულებია:

  1. ომარიშარა-გვანდრა — გვანდრა, ომარიშარა
  2. გენწვიში-ხუტია — მარცხენა გენწვიში, მარჯვენა გენწვიში, ტვიბრაშერი, ხუტია.
  3. აჟარა — ბრამბა, ზემო აჟარა, ნაჰარი, ქვემო აჟარა, ცენტრალური აჟარა, ხეცქვარა.
  4. ჩხალთა — აძგარა, ბუჩუყური, ბუძუგური, ზემო ზიმა, მარცხენა პტიში, მარჯვენა პტიში, ქვაფჩარა, ქვემო ზიმა, შაფათკვარა, ჩხალთა.
  5. საკენი — საკენი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ზოგადი ინფორმაცია. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-15. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2024
  2. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ