შინაარსზე გადასვლა

აპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაზახეთის ნაციონალური ბანკის მიერ 2009 წელს მოჭრილი მონეტა აპორტის გამოსახულებით
აპორტი

აპორტი (რუს. Апорт) — ძველი რუსული ადრეული ზამთრის ვაშლის ჯიში. მსხვილი (200-400 , ზოგი 1 კგ-მდე), სასიამოვნო გემოს მომჟავო ნაყოფი აქვს, იყენებენ ნედლად და საკონსერვო წარმოებაში, ჯიში ზამთარგამძლეა, უხვმოსავლიანი (ერთი ძირიდან 200-400 კგ). აპორტი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, რუსეთში (ვორონეჟის ოლქი, ჩრდილოეთი კავკასია), ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უკრაინაში.

საქართველოში აპორტი საშემოდგო ჯიშია. ახასიათებს შედარებით დაბალი საგემოვნო თვისებები, მერყევი მოსავლიანობა, უხვი ნაქარი (ძირნაყარი), გავრცელებულია ქართლსა და კახეთში, ნაკლებად - იმერეთსა და მესხეთში. ცნობილია წითელი აპორტი, ყუბანური აპორტი, ალექსანდრეს აპორტი (ალმა-ათური) და სხვა.