ანტონიო ბუსტამანტე
იერსახე
ანტონიო ბუსტამანტე, სანჩეს დე ი სირვენ (ესპ. Antonio Bustamante, Sánchez de y Sirven; 13.IV 1865 ჰავანა — 24 VIII იქვე ) — კუბელი იურისტი და დიპლომატი. საერთაშორისო სამართლის პროფესორი, ჰავანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საპატიო დეკანი. საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივი პალატის მოსამართლე. მისი ძირითადი ნაშრომებია: „საჯარო წესრიგის შესახებ საერთაშორისო კერძო სამართალში“ (1893), „ავტონომიის საწყისების შესახებ საერთაშორისო კერძო სამართალში“ (1914); „საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივი პალატის შესახებ“ (1945) და სხვა. ბუსტამანტემ შეადგინა საერთაშორისო კერძო სამართლის კოდექსი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 588.