ანკოუმა
იერსახე
ანკოუმა | |
---|---|
კოორდინატები: 15°51′12″ ს. გ. 68°32′27″ დ. გ. / 15.85333° ს. გ. 68.54083° დ. გ. | |
ქვეყანა | ბოლივია |
ტერიტორიული ერთეული | ლა-პასის დეპარტამენტი |
სიმაღლე | 6427 მ |
პირველი ასვლა | 1919 წ. 11 ივნისი |
ანკოუმა (ესპ. Ancohuma) — მწვერვალი ბოლივიაში. მდებარეობს ანდების შემადგენელი ნაწილის, კორდილიერა-რეალის ჩრდილოეთში, ტიტიკაკას ტბის აღმოსავლეთით, მასზე ოდნავ დაბალი მთის, ილიამპუს სამხრეთით, ქალაქ სორატის სიახლოვეს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 6427 მეტრია და ბოლივიის სიმაღლით მესამე მწვერვალს წარმოადგენს.
ილიამპუსგან განსხვავებით, ანკოუმას მწვერვალი უფრო ნაზია და მთამსვლელთათვის შედარებით ადვილად დასაპყრობი. მასზე პირველი ასვლა 1919 წლის 11 ივნისს განხორციელდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანკოუმა
- ანკოუმა, www.peakware.com დაარქივებული 2010-12-19 საიტზე Wayback Machine.