ანიბარი
რაიონი | |
---|---|
ანიბარი ინგლ. Anibare District | |
ქვეყანა | ნაურუ |
კოორდინატები | 0°32′00″ ს. გ. 166°57′00″ ა. გ. / 0.53333° ს. გ. 166.95000° ა. გ. |
ფართობი | 3,14 კმ² |
მოსახლეობა | 160 კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 50,96 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
ანიბარი (ინგლ. Anibare District) — რაიონი ნაურუს შემადგენლობაში. მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი — 3,14 კმ², მოსახლეობა — 160 ადამიანი (2005 წლის აღწერა). ნაურუში ტერიტორიის ფართობით ყველაზე დიდი, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით და სიმჭიდროვით ყველაზე პატარა რაიონი.
რაიონში ყველაზე კარგი პლაჟია კუნძულზე, თეთრი მარჯნული ქვიშით, რომელიც მდებარეობს ანიბარის სრუტის სანაპიროზე. ეს საუკეთესო ადგილია კუნძულზე საცურაოდ და სერფინგისათვის. კუნძულის მთავარი ტურისტული ობიექტია. სანაპიროზე მდებარეობს სასტუმრო «მენენგი» (ეკუთვნის სახელმწიფოს). ანიბარის სრუტის ნაპირზე 2000 წელს აშენდა ანიბარის პორტი.
რაიონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ნაყარი, რომელიც გაჩნდა ფოსფატების მოპოვების დროს.
ანიბარის რაიონი შედის ანაბარის საარჩევნო ოლქის შემადგენლობაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ანიბარი“ ვიკისაწყობში.